მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ არ ხართ აცრილი, არ უნდა გქონდეთ ურთიერთობა პაციენტებთან ან ფართო საზოგადოებასთან “ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი  ზაზა წერეთელი
1635179205
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.

ის საუბრობს გაერთიანებულ სამეფოში COVID 19-თან საბრძოლველად მიღებულ ღონისძიებებზე და აღნიშნავს, რომ იქ შესაძლებელია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

როგორც ზაზა წერეთელი აცხადებს, „რატომ არ ჰბაძავენ საქართველოს და მშვიდად არ არიან, ძნელი სათქმელია.“

„გაერთიანებულ სამეფოში NHS (ჯანდაცვის სისტემა)–ის თანამშრომლები გააფრთხილეს, რომ მათ შეიძლება დაუწესონ Covid–ის სავალდებულო ვაქცინაცია! როგორც ჯანდაცვის მდივანმა (ჩვენს ენაზე მინისტრმა) საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, ის უკვე იხრება იმ აზრისკენ, რომ ინგლისის სამედიცინო პერსონალისთვის კოვიდ აცრა სავალდებულო გახდეს.

საჯიდ ჯავიდმა თქვა, რომ მას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ნაბიჯი NHS-ის თანამშრომლებს გაათანასწორებს მოხუცთა მოვლის სახლის მუშაკებთან, რომელთაც უკვე დაწესებული აქვთ სავალდებულო ვაქცინაცია.

დაახლოებით 100,000 არ არის [აცრილი NHS–ში] ამ ეტაპზე, მაგრამ ის, რაც ჩვენ ვნახეთ სოციალური მოვლის სექტორში, არის ის, რომ როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ საყოველთაობა, ბევრი ადამიანი გამოვიდა, მოიქცა სწორად და მიიღო ვაქცინაცია.

ჯანდაცვის მუშაკებმა უნდა მიიღონ აცრა, როგორც „პროფესიული სიამაყის საკითხი“, თქვა ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივი კომიტეტის (JCVI) წევრმა, ჯერემი ბრაუნმა. როგორც მან განაცხადა თუ თქვენ ხართ NHS– ის პერსონალი, რომელიც პაციენტებთან არის დაკავშირებული და ფართო საზოგადოებას ხვდებით, თქვენ უნდა იყოთ აცრილი - ეს არის პროფესიონალური საქმე! ეს უსაფრთხოების საკითხია!

„ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ ბევრი ინფექცია [რომელიც] მოხდა საავადმყოფოში, პოტენციურად მოდის პერსონალისგან და არა პაციენტებისგან და თუ თქვენ არ ხართ აცრილი, მე ვგრძნობ, რომ თქვენ არ უნდა გქონდეთ ურთიერთობა პაციენტებთან ან ფართო საზოგადოებასთან - სავალდებულო იქნება ეს ყოველთვის სახიფათო რამ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პროფესიონალურად თითოეული ადამიანი უნდა იყოს აცრილი.“

მისი თქმით, ის არ უპასუხებს კითხვას, უნდა დაკარგოს თუ არა თანამშრომელმა სამსახური, თუ არ იქნება აცრილი, მაგრამ დასძინა: „ვფიქრობ, რომ მათ უნდა შეცვალონ თავიანთი სამუშაო ადგილი და ალბათ, არ დაკარგონ სამსახური. მოკლედ ასე ფიქრობენ გაერთიანებულ სამეფოში... თუმცა, რა ანერვიულებთ, ძნელი მისახვედრია და რატომ არ ჰბაძავენ საქართველოს და მშვიდად არ არიან, ძნელი სათქმელია“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი, ხოლო 4 650 პირი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 694 182-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 635 611 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 788 პაციენტი ემსხვერპლა.

იხილეთ აგრეთვე:

✅ზაზა წერეთელი ჯანმოს ჯანმრთელობისა და მზადყოფნის შესაფასებელი ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის წევრი გახდა

✅„ვაქცინაცია ეს არ არის ვერცხლის ტყვია, ეს მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია,“ - ჯანმოს მთავარი მეცნიერი

✅ევროპა მეორე კოვიდზამთრისთვის ემზადება