მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისია“ - ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე
1633878151
COVID-19

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ თუ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატების ტენდენცია მომდევნო კვირაშიც გაგრძელდა, ეს საქართველოში მეხუთე ტალღის დასაწყისი იქნება.

„ძალიან საგანგაშოა ეს მატება. ჩვენი პროგნოზით, ეს მატება შესაძლებელია ნოემბერ-დეკემბერში ყოფილიყო მეხუთე ტალღის სახით და ვფიქრობდით, რომ ხელშემწყობი ცივი ამინდები იქნებოდა რესპირაციული ვირუსების გააქტიურების პერიოდი, თუმცა გაცილებით ადრე დაიწყო ამ შემთხვევების მატებამ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რა მოხდება მომდევნო კვირის განმავლობაში, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისი პერიოდია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი, ხოლო 2 056 პირი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 634 053-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 600 524 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 246 პაციენტი ემსხვერპლა.

იხილეთ აგრეთვე:

📣„ყველა დამსაქმებელს მინდა, ვთხოვო - მოიკითხონ როგორია მათ დაწესებულებაში აცრის მაჩვენებელი“ - ამირან გამყრელიძე

📣მეცნიერები კორონავირუსისა და გრიპის კომბინირებულ ვაქცინაზე მუშაობენ

📣„ფაიზერის“ სრულად ვაქცინაციიდან მისი ეფექტიანობა რამდენიმე თვეში მცირდება - კვლევა

📣რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ბავშვებსა და მოზარდებზე?