მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ შემთხვევები 5-ჯერ მეტი იქნება, სამწუხაროდ, გარდაცვალებაც მოიმატებს“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე Pia.ge
1643188637
COVID-19

„ყველაფერი ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება, პაციენტების ნაკადების მართვა ძალიან კარგად ხდება“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

ცერცვაძის განცხადებით, მიუხედავად მაღალი ინფიცირებისა  პაციენტების ნაკადების მართვა ძალიან კარგად ხდება. 

„ომიკრონს“ ნაკლებად მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს, ვიდრე დელტას, მაგრამ თუ შემთხვევები 3-ჯერ, 5-ჯერ მეტი იქნება, მაშინ  მძიმე შემთხვევებიც მეტი იქნება და სამწუხაროდ, გარდაცვალებების შემთხვევებიც მოიმატებს, ასეა მთელ მსოფლიოში. მაგალითად, 20-21 იანვარს აშშ-ში დაფიქსირდა 2 700-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა, რაც ბოლო ერთი წელია იქ არ ყოფილა.

ყველაფერი ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება, პაციენტების ნაკადების მართვა ძალიან კარგად ხდება. კიდევ უფრო მეტი თუ იქნება, შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემა მოახდენს შესაბამის რეაგირებას, გამოინახება დამატებითი რესურსები, ასე რომ მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად და ითანამშრომლოს ჯანდაცვის ორგანოებთან“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ახლა ჟანგბადის ბალონები კი არა, სიცხის დამწევსაც კი აღარ სვამენ - გიორგი ღოღობერიძე ომიკრონზე

⭕ „ომიკრონი“ ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე ბევრად მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ადრინდელი კოვიდის ვარიანტი - კვლევა

⭕ რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ „აუცრელი მოსახლეობა ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის არის შანსი გაჩნდეს ახალი შტამი“ - ზაზა წერეთელი