მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ვერ მოხერხდა აცრილთა რაოდენობის გაზრდა, მაშინ ჩვენ კიდევ 1 წლით უნდა ვებრძოლოთ პანდემიას“ - ივანე ჩხაიძე

„მილიონი დოზა ვაქცინა, იქნება საფუძველი მასობრივი იმუნიზაციის დაწყების“
1636100539
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაციის დაწყებაა საჭირო.

მისივე თქმით, თუ აცრილთა რაოდენობა უცვლელი დარჩა, პანდემიასთან ბრძოლა კიდევ ერთი წელი მოგვიწევს.

„აცრილთა რაოდენობა ქვეყანაში ძალიან დაბალია, იმდენად დაბალი, რომ თუ ეს ციფრი დარჩა უცვლელი, და ვერ მოხერხდა აცრილთა რაოდენობის გაზრდა, მაშინ ჩვენ კიდევ 1 წლით უნდა ვებრძოლოთ პანდემიას.

შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია, ჯანმრთელობის სტატუსი მიუხედავად.

ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციას ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დელტა ვარიანტის ფონზე მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა ბავშვებში, მოიმატა მიმართვიანობამ სამედიცინო დაწესებულებაში და მეორე ბავშვები კორონავირუსის აქტიური გადამტანები არიან. ამ მხრივ ვამცირებთ ბავშვებში ავადობასა და ჰოსპიტალიზაციის რისკს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რომელი ჯგუფისთვის იქნება სეზონური გრიპი მძიმე? - ECDC-ის განმარტება

👉 „შეზღუდვების დაწესება გარდაუვალია“ - ალექსანდრე გოგინავა

👉 „რა დროს მიტინგებია?! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“ - გიორგი ფხაკაძე