მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუკი პირბადის ტარების მაჩვენებელს 95%-ზე ავიყვანთ, ყოველთვიურად დავზოგავთ 50-70 ადამიანის სიცოცხლეს“ - გამყრელიძე

„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება“
1630830802
COVID-19

„თუკი პირბადის ტარების მაჩვენებელს 95%-ზე ავიყვანთ, ყოველთვიურად დავზოგავთ 50-70 ადამიანის სიცოცხლეს,“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნაცვლად იმისა რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი გაიზარდოს, პირიქით იკლებს.

„ასეთი რთული მდგომარეობაა ქვეყანაში და დღეს მთავარი დამცველი საშუალება პირბადე 95%-მა, რომ ატაროს - პირიქით იკლებს, რაც პროგნოზულად ძალიან ცუდია. თუ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, სხვადასხვა პროგნოზული მონაცემებით, ყოველთვიურად დავზოგავთ 50-70 ადამიანის სიცოცხლეს.

თუ 1000 ადამიანი 2-ჯერ აიცრება, ეს არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე. რთული მდგომარეობაა ქვეყანაში და რომ გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლე, საჭიროა, ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები. პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრების თავის არიდება და აცრა, ეს არის მნიშვნელოვანი“, - განუცხადა „რუსთავი 2“ - ს გამყრელიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, სექტემბერ-ოქტომბერი იმუნიზაციის პროცესის გააქტიურების პერიოდი უნდა იყოს.

„სექტემბერი და ოქტომბერი აცრების გააქტიურების თვე უნდა იყოს. განსაკუთრებით მინდა პედაგოგ-მასწავლებლებს მივმართო, მთავარი პროცესი ქვეყანაში სწავლა რომ დავიწყოთ, აუცილებელია მაქსიმალური რაოდენობით აცრა. უნივერსიტეტების სტუდენტები აუცილებელია, რომ აცრილები იყვნენ, რათა ოქტომბერში დასწრებული სწავლა აღდგეს ქვეყანაში“, - აცხადებს გამყრელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ 865 თბილისი, 336 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში

✔️ 2210 ინფიცირება, 74 გარდაცვალება, 5587 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში