
თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი ფაქტი დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაღუპულთა საერთო ოდენობა 21-მდე გაიზარდა.
ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ კოჯას განცხადებით, ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 277 ადამიანს დაუდასტურდა, ინფიცირებულთა რიცვმა კი ჯამში 947 შეადგინა.
ცნობისთვის, ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 188 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფექციით გარდაცვლილთა ოდენობა, მსოფლიოს მასშტაბით, 13 069-ს შეადგენს.