
თურქეთში კორონავირუსით ერთ დღეში კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა, რის შედეგადაც დაღუპულთა რაოდენობა 37-ს შეადგენს, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი 1256-დან 1529-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ სოციალური ქსელით გაავრცელა.
”დღეს 3 672 ტესტი ჩატარდა, რომელთაგან 293 დადებითია. ჯამში, ჩვენს პაციენტებს შორის კიდევ 7 დავკარგეთ”, - დაწერა კოჯამ Twitter- ზე.
კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით 195 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვი საერთო ჯამში 16 558-ს შეადგენს.