COVID-19

„უბედურ დღეში ვართ, რა ექეიფება და რა ეტაშფანდურება ამ ხალხს“ - დევი ტაბიძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი
1629020161
დაკოპირებულია

„დღეს უკვე მოცემულობაა, რომ ყოველდღიური რიცხვი არის 5 000 და ზევით. ეს სრული კატასტროფაა“, - ამის შესახებ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძემ განაცხადა.

ჰოსპიტალური სექტორი ამ დატვირთვას გაუძლებს, რადგან ჩართული არის ყველა კლინიკა, რომელმაც კოვიდგანყოფილებებიც კი შექმნა. 8 000-მდეა საწოლი, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. თუ ეს რაოდენობა გაგრძელდება, ეს 8 000 საწოლი არ გვეყოფა და დადგება საკითხი, რომ საველე ჰოსპიტლები შეიქმნას.

საველე ჰოსპიტლებს აქვთ კიდე ცალკე დატვირთვა. ის არის ცალკე სამყარო მედიცინაში, არის სამხედრო დანიშნულების და სულ სხვა წესი აქვს. სპეციალიზებული სამხედრო ექიმები უნდა მონაწილეობდნენ ამაში.

თუ ნიღბის ტარება ავა 80-90%-ზე, ერთი თვის შემდეგ გამოჩნდება ამის შედეგი, რეალურად, მოხდა თუ არა შემთხვევათა შემცირება. როგორც კი ვნახავთ, რომ რაოდენობა შემცირდება, უნდა მივმართოთ იმას, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ ნიღბის ტარება.

ვაქცინაცია გვიშველის, გადაგვარჩენს, აცრილები არ დაიღუპება და ა.შ. რა ექეიფება და რა ეტაშფანდურება ამ ხალხს 600-კაციან ქორწილებს რომ იხდიან, იქიდან გამოსული 50 კაცი კლინიკაში მოხვდა. რაღაცა ლოგიკას ხომ უნდა ექვემდებარებოდეს“, - აცხადებს დევი ტაბიძე.

👉 „ორსულებს თრომბოემბოლიის 38%-ზე უფრო მეტი აქვთ რისკ ფაქტორი, ვიდრე არაორსულებს - გამოსავალი ვაქცინაციაა“

👉 „არავინ მოგცემთ უფლებას, კაცობრიობის არსებობას საფრთხე შეუქმნათ“

👉 „სიკვდილიანობის მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა თავის რეგიონში“