მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში „ომიკრონი“ დადასტურდა

„ომიკრონი
1639822879
COVID-19

უკრაინაში კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ გაავრცელა.

„უკრაინის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სრულგენომიანი სეკვენირების შედეგად „ომიკრონის“ შტამი გამოავლინა. ადამიანი, რომელიც ამ შტამით არის ინფიცირებული, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ჩამოვიდა, სადაც  COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან კონტაქტი ჰქონდა. პაციენტი მკურნალობას განაგრძობს“ - წერს ლიაშკო ფეისბუკში.

მისივე თქმით, ამჟამად ამ ფაქტის გამოძიება  და ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების შემოწმება მიმდინარეობს.

„გაიკეთეთ ვაქცინა, დაიცავით დადგენილი ნორმები და წესები. შეეცადეთ თავი შეიკავოთ იმ რეგიონებში გამგზავრებისგან, სადაც „ომიკრონია“ გავრცელებული“ - წერს ჯანდაცვის მინისტრი.

„ომიკრონის“ შტამის არსებობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად 26 ნოემბერს დაადასტურა. 14 დეკემბერს ჯანმოში განაცხადეს, რომ „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და უკვე 77 ქვეყანაში დადასტურდა. 

ასევე წაიკითხეთ:

🔴  დაასრულებს თუ არა ომიკრონი პანდემიას? - ნანა გეგეჭკორის განმარტება

🔴  „წინასწარი პროგნოზების მიუხედავად, არავინ იცის „ომიკრონის“ შტამი როგორ მოიქცევა“ - ლევან გოფოძე 

🔴  „ომიკრონის“ გავრცელებამ შეიძლება  მეექვსე ტალღის დაწყება დააჩქაროს“ - მაკა ბულეიშვილი