მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უნდა დაჯარიმდეს, გაფრთხილება უნდა მიეცეს და დაიხუროს ის დაწესებულებები, რომლებიც არ შეასრულებენ ამ რეგულაციებს“ - ვატო სურგულაძე

ვატო სურგულაძე
1628592387
COVID-19

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე აღნიშნავს, რომ დღეს ძალიან რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ქვეყანაში.

მისი თქმით, საჭიროა რეგულაციების აღსრულება და მისი მკაცრი კონტროლი.

„ყველა აფრთხილებდა, როგორც ადგილობრივი ექსპერტები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები დაიდო რამდენიმე კვლევა, მაგრამ არავინ გვისმენდა. სულ იყო ერთი და იგივე: „რაღაცის გაკეთებას ვაპირებთო“ელემენტარულად დავიწყოთ იქიდან, რომ უნდა ვატაროთ პირბადეები. ძალიან რთული ვითარებაა. დღეისათვის ჩვენ ვაქცინაციით ვერ დავეწევით და ვერ გამოვასწორებთ ამ საქმეს, იმის მიუხედავად, რომ მართლა მეტ ნაკლებად აქტიურად დაიწყო აცრების ჩატარება.

ამიტომ გვჭირდება ასეთი ზომები, როგორიც არის რეგულაციების გამკაცრება და არა შეზღუდვები და ეს უნდა იყოს დაცული აბსოლუტურად ყველასთვის, შესაბამისად უნდა დაჯარიმდეს ყველა, გაფრთხილება უნდა მიეცეს და დაიხუროს ის დაწესებულებები, რომლებიც არ შეასრულებენ ამ რეგულაციებს“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ვიცით, როდის უნდა დავაჭიროთ მუხრუჭებს“- ისრაელის პრემიერ-მინისტრი პანდემიის ახალ ტალღას ებრძვის

✅„არ ვართ ყოვლისშემძლეები, ჩვენც გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა“ - ეკატერინე ტიკარაძე

✅„ამ ეტაპზე, სავალდებულო ვაქცინაციაზე არ ვმსჯელობთ“ - ეკატერინე ტიკარაძე