მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უნდა ველოდოთ გარდაცვალების შემთხვევების უფრო მეტ ზრდას“ - ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე
1628512795
COVID-19

„ის, რაც კორონავირუსთან დაკავშირებით ცნობილია, სამწუხაროდ, ჯერ წინ გვაქვს კიდევ უფრო მეტი გარდაცვალების შემთხვევა“, - აღნიშნულის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„თუ ჩვენ 3 აგვისტოს გვქონდა მაქსიმალური მაჩვენებელი და ეს იყო ის ტალღა, ის კვირა, როდესაც ინფიცირებულთა მაჩვენებელმა მიაღწია თავის პიკს, ამ პერიოდიდან 2 კვირაა გასული და კიდევ უნდა ველოდოთ გარდაცვალების შემთხვევების უფრო მეტ ზრდას“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

მისი თქმით, სამწუხაროდ დღევანდელი კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი, რომელიც დღეის მდგომარეობით არის 44 მაქსიმალური ციფრი არ იქნება.

„ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ამდენი გარდაცვალების მაჩვენებელი იყო და შემდეგ დღეებში შემცირდება. არ შემცირდება! ეს თვისება კორონავირუსის და ეს თავისებურება, რომ ინფიცირების პიკს 2-3 კვირის შემდეგ მოჰყვება გარდაცვალების პიკი, ჩვენ ამისი მწარე გამოცდილება გვაქვს მეორე და მესამე ტალღის დროს და ახლაც ასე იქნება.

ჩვენ ეს მძიმე პერიოდი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ვაქცინაციის პროცესი ალბათ ერთადერთია კორონავირუსის პანდემიის პროცესში, რაც ბოლო პერიოდში ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ინფორმაციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბება.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ისევ აკრძალული რჩება. კვების ობიექტების და სარიტუალო დარბაზის მფლობელები პირველ ჯერზე დაჯარიმდებიან 10 000 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში მოხდება შესაბამისი ობიექტის დალუქვა.

იხილეთ აგრეთვე:

📣„ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება

📣„კორონავირუსის ახალ შტამებს, შესაძლოა თანავარსკვლავედების სახელები მიანიჭონ“ - ჯანმო

📣ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება