მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინა არც ორსულ ქალებს ემუქრება, არც ნაყოფს - BBC-ის კვლევა

ორსულებს არ ემუქრება ვაქცინა - კვლევა
1628676234
COVID-19

მოსაზრება იმის შესახებ, რომ Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულის მუცლის მოშლას იწვევს, მცდარია. ამის შესახებ BBC იუწყება.

ეს მოსაზრება იმის შედეგად გაჩნდა, რომ ექიმები თავდაპირველად ორსულ ქალებს ვაქცინაციის მიმართ ფრთხილ დამოკიდებულებას ურჩევდნენ, თუმცა, ახლა ეს მოსაზრება შეიცვალა და ფეხმძიმე ქალებსაც Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ურჩევენ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფს ბევრად მეტი საფრთხე ექმნება, ვიდრე ვაქცინაციის შემთხვევაში. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მუცლის მოშლის ალბათობა საშუალოდ 12,5%-ს შეადგენს, რაც არავაქცინირებულ ადამიანებში იგივე დონეზეა. ასე რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინა ორსულებში გულის პრობლემებს და ნაყოფის დაღუპვას იწვევს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ვაქცინაცია ორსულებში უსაფრთხოა

კიდევ ერთი მცდარი მოსაზრება ეხება იმას, რომ ვაქცინა პლაცენტას ზიანს აყენებს. ცნობილი მეცნიერის, მაიკლ იდონის კვლევების მიხედვით, ფაიზერი და მოდერნა შეიცავს კორონავირუსის ცილას, რომელიც პლაცენტის ფორმირების დროს აუცილებელ ცილას - სინციტინ 1-ს ჰგავს. ამის გამო კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებმა შეიძლება პლაცენტას ზიანი მიაყენონ.

სინამდვილეში კორონავირუსის ცილა და სინციტინ-1 ისევე ჰგავს ერთმანეთს, როგორც ნებისმიერი სხვა ცილა. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ანტისხეულის გამომუშავების პროცესში პლაცენტის დაზიანების საფრთხე არსებობდა, რადგანაც ანტისხეულს ის ვირუსში აერეოდა. ეს კი სიმართლეს არ შეესაბამება.

ახალი კვლევები მაიკლ იდონის წინა კვლევის შედეგებს უარყოფს.

უნაყოფობის პრობლემებზე მომუშავე ამერიკელმა ექიმმა რენდი მორისმა კვლევა ჩაატარა და 143 ორსულ პაციენტზე დაკვირვება განახორციელა. კვლევების მიხედვით, ვაქცინაციის ან ადრე ინფიცირების შემთხვევაში ორსულობის გაგრძელების ალბათობა დაახლოებით თანაბარია.

მორისმა განაცხადა, რომ ვინც ორსულებისთვის ვაქცინის საფრთხეზე საუბრობს, ვერ ახსნა, თუ რატომ აყენებს ზიანს ვაქცინის ანტისხეულები ორსულის ორგანიზმს, ხოლო ბუნებრივი ინფექციის ანტისხეულები - არა.

ერთ-ერთი მოსაზრება ვაქცინაციის საფრთხის შესახებ იაპონური ენიდან არასწორმა თარგმანმა გამოიწვია. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვაქცინა საკვერცხეებში გროვდება, არასწორია. კვლევების დროს ვირთხებს ნორმალურზე 1333-ჯერ უფრო ძლიერი ვაქცინა გაუკეთეს. ამ შემთხვევაშიც კი ინექციიდან 48 საათში საერთო დოზის მხოლოდ 0,1% მოხვდა საკვერცხეში.

გაცილებით უფრო მეტი - 53% ერთ საათში და 25% 48 საათში ინექციის ადგილას იყო აღმოჩენილი (როგორც წესი ხელში), გავრცელების მხრივ მეორე ადგილზე იყო ღვიძლი, (16% 48 საათის შემდეგ).

ადამიანის ორგანიზმში ვაქცინა ცხიმის შემცველი მასალით შეჰყავთ. ის ორგანიზმის იმუნურ სისტემას აამუშავებს. ვირთხების საკვერცხეებში კი სწორედ ცხიმის შემცველობა იყო დადგენილი, და არა თავად ვაქცინის.

ცხიმის შემცველობა 48 საათის განმავლობაში მართლაც გაიზარდა, რადგანაც ვაქცინის შემცველობა ინექციის ადგილიდან მთელ სხეულში გადაადგილდება.

ასევე, ამ იდეის მომხრეები აცხადებდნენ, რომ ამ ინფორმაციამ ინტერნეტში „გაჟონა“. სინამდვილეში კი მასზე წვდომა შეუზღუდავი იყო.

ამავე თემაზე:

🔴 „ორსულებს თრომბოემბოლიის 38%-ზე უფრო მეტი აქვთ რისკ ფაქტორი, ვიდრე არაორსულებს - გამოსავალი ვაქცინაციაა“ - ზაზა სინაურიძე

🔴 „ორსულებში განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს კოვიდინფექცია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტრიმესტრში იქნებიან“ - ლევან რატიანი

🔴 „ვაქცინაცია უნაყოფობას არ იწვევს, კორონავირუსს კი ერექციული დისფუნქციის გამოწვევა შეუძლია“ - მეცნიერები