მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაციის ასეთი მაჩვენებლით ინფიცირების ტალღის შეჩერებას ვერ შევძლებთ“ - ივანე ჩხაიძე

ექიმი, იმუნიზაციის ტექნიკური მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი Pia.ge
1633938196
COVID-19

იმუნიზაციის ტექნიკური მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, ვაქცინაციის ასეთი მაჩვენებლით ინფიცირების ტალღის შეჩერება ან კონტროლი შეუძლებელია.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, „ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბერკეტი, რაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, როგორმე მოვახერხოთ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება“.

ამასთან, ექიმი აცხადებს, რომ ის ციფრები, რომელიც ბოლო დღეებში ფიქსირდება მიუთითებს იმაზე, რომ ვაქცინაციის ტემპი ძალიან დაბალია.

„ის ციფრები, რომელიც ბოლო დღეებში ფიქსირდება, 10 ათასის ფარგლებში და ზოგ დღეებში კიდევ უფრო ნაკლები, მიუთითებს, რომ ტემპი არის ძალიან დაბალი. ასეთი დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში პრაქტიკულად, ინფიცირების ტალღის შეჩერების ან კონტროლის არანაირი შესაძლებლობა არ არის“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

იხილეთ აგრეთვე:

📣„ყველა დამსაქმებელს მინდა, ვთხოვო - მოიკითხონ როგორია მათ დაწესებულებაში აცრის მაჩვენებელი“ - ამირან გამყრელიძე

📣მეცნიერები კორონავირუსისა და გრიპის კომბინირებულ ვაქცინაზე მუშაობენ

📣„ფაიზერის“ სრულად ვაქცინაციიდან მისი ეფექტიანობა რამდენიმე თვეში მცირდება - კვლევა

📣რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ბავშვებსა და მოზარდებზე?