მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაციის გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს“ - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
1611051237
COVID-19

„შევაფასეთ, რამდენად შეესაბამებოდა ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები თუ კატეგორიები საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრემიერ-მინისტრთან კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, სახალხო დამცველი უშუალოდ იყო ჩართული ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შემუშავების პროცესში.

„ჩვენ შევაფასეთ, რამდენად შეესაბამებოდა გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები თუ კატეგორიები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ორგანიზაციების მიერ აღიარებულ პრიორიტეტულ ჯგუფებს და გათვალისწინებული იყო თუ არა ის პრინციპები, რაც საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული უნდა იყოს ვაქცინაციის დაწყების დროს.

ეს ეხება თანაბარ ხელმისაწვდომობას, პრიორიტეტულობას, უსაფრთხოებას, მოსახლეობის ინფორმირებულობას და ა.შ.

ჩვენ ამ ეტაპზე გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები არ გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, თუმცა დავაკვირდებით უშუალოდ ვაქცინაციის პროცესსაც, რამდენად წარიმართება ის გეგმის შესაბამისად და მაქსიმალურად ვეცდებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რაც ეხება ვაქცინების უსაფრთხოებას და მთელ ამ პროცესს“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 „საქართველოს შეუძლია ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა მიიღოს“ - თამარ გაბუნია

👉 „3 ეტაპია გეგმაში განსაზღვრული“ - თამარ გაბუნია ვაქცინაციაზე განმარტებას აკეთებს

👉 „ჩვენ ძირითადად AstraZeneca-ს ტიპის ვაქცინების მისაღებად ვემზადებით“ - პაატა იმნაძე