მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია, რაც ძალიან საგანგაშოა“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
1632133563
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 7000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა და ეს მაჩვენებელი საგანგაშოა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში გაბუნიამ აღნიშნა, საჭიროა ვაქცინაციის პროგრამის სტიმულირება.

ამასთან, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის მაღალი მოცვის კუთხით დედაქალაქი ლიდერობს. გაბუნიას თქმით, თბილისში 60%-ზე მეტია მოზრდილი მოსახლეობის მოცვა.

„ვაქცინაციის ტემპი ბოლო დღეების განმავლობაში შემცირდა, გუშინ 7000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან საგანგაშო და მიუთითებს იმას, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის პროგრამის კიდევ მეტად სტიმულირება, იქნება ეს საინფორმაციო კამპანიის გაფართოებით, ოჯახის ექიმების მეტად აქტიური ჩართულობით თუ რაიმე სხვა გზით. იმისთვის რომ მაქსიმალურად გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამაში მოცვა.

ზოგიერთ რეგიონში საკმაოდ კარგია ვაქცინაციის მაჩვენებელი, თბილისი ლიდერობს, 60%-ზე მეტია მოზრდილი მოსახლეობის მოცვა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზე. განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში დაბალი მოცვის მაჩვენებელი და ამდენად ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ მეტად გააქტიურებს მუშაობას.

თუ პირველი აცრა ჩატარდა, მოქალაქე მეორე აცრასაც იტარებს. ძალიან მცირეა დანაკარგი ამ პროცესში იშვიათად სამედიცინო მიზეზებიდან გამომდინარე. თუ მოხდა ისე რომ პირველი აცრიდან მეორე აცრამდე მოქალაქე დაინფიცირდა კორონა ინფექციით, ამ შემთხვევაში აცრა გადაიდება“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

ამავე თემაზე:

🔴 ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 3 მძიმე კოვიდპაციენტი მკურნალობს

🔴 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 720 ადამიანი აიცრა

🔴 662 ინფიცირება, 3534 გამოჯანმრთელება, 34 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში