მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინები „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ნაკლებად ეფექტიანები იქნებიან“ - „მოდერნას“ აღმასრულებელი დირექტორი

„მოდერნას“ აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბანსელი
1638264453
COVID-19

ვაქცინის მწარმოებელი კომპანია „მოდერნას“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ვაქცინები კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ნაკლებად ეფექტიანები იქნებიან.  

სტეფან ბანსელის თქმით, ვარიანტში მუტაციების დიდი რაოდენობის გამო შესაძლოა, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების კორექტირება გახდეს საჭირო. 

„ვფიქრობ, რომ იქნება ეფექტურობის ვარდნა. უბრალოდ არ ვიცი რამდენად დიდი, რადგან ჩვენ უნდა დაველოდოთ მონაცემების შესწავლას, მაგრამ ყველა მეცნიერი, რომელთაც ვესაუბრე, ამბობს, რომ მონაცემები არ იქნება კარგი“, - აცხადებს „მოდერნას“ აღმასრულებელი დირექტორი. 

ინფორმაციისთვის, ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

⚫„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ - გიორგი ფხაკაძე

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება

⚫ მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

⚫ „საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC