მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინის დეფიციტი აღარ იქნება, მთავარია მოსახლეობის დამყოლიანობა“ - ამირან გამყრელიძე

„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება“
1627039229
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინის დეფიციტი არ იქნება.

როგორც ის აღნიშნავს, რაც უფრო სწრაფად ავცრით ადამიანებს, მით უფრო ადვილად, თანდათანობით შევაკავებთ ინფექციას.

„ამიტომ მზადყოფნა არის. „ფაიზერის“ ვაქცინაზე ორშაბათიდან 120 ბრიგადამდე იმუშავებს გამტარუნარიანობით პირველ დღეებში, სადღაც 10-დან 13 ათასი ადამიანი აიცრება დღეში და შემდეგ ეს ავა დაახლოებით 15-17 ათასზე.

ემატება ბრიგადებიც და ემატება გამტარუნარიანობაც. 21-ე დღეს დაგვჭირდება ბრიგადების გაორმაგება. გვექნება დამატებითი ვაქცინებიც. დაგვჭირდება დაახლოებით 250 ბრიგადამდე, ხოლო საბოლოოდ 400-დან 500 ბრიგადამდე ამცრელი გუნდით უნდა ვიმუშაოთ, რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ.

ვაქცინის დეფიციტი არ იქნება, მთავარია მოსახლეობის დამყოლიანობა როგორი იქნება, მილიონ ნახევარი 2 ვაქცინა დევს, დაახლოებით 50 ათასამდე „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის, ნახევარი მილიონი შემოვა ახლა ამაღამ „ფაიზერიც“ და დაახლოებით მილიონის მოწოდება უკვე დაიწყო. პირველად მოგვეწოდა 28 ათასი, ახლა ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში კიდევ უნდა იყოს დაახლოებით 100 ათასზე მეტი და თანდათანობით ოქტომბრამდე მილიონი დოზაც უნდა მიეწოდოს ქვეყანას, ამიტომ ვაქცინის დეფიციტი არ იქნება, მთავარია მოსახლეობის დამყოლიანობა როგორი იქნება და ჩვენ როგორ დავარწმუნებთ, და დაგარწმუნებთ. ყველამ უნდა მოვუწოდოთ ახლობლებს და ოჯახის წევრებს, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისათვის, დღეს უკვე განახლდება „ფაიზერის“ რეგისტრაცია მეორე დოზებზე. მათ 37 კლინიკაში ექნებათ საშუალება 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით დაჯავშნონ მათთვის სასურველი თარიღი. შეგახსენებთ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინაციის მეორე დოზის მიღებაზე რეკომენდაცია არის 21 დღე.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე „ფაიზერითა“ და „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით „სინოფარმით“ და სინოვაკით იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„აუცილებელია, აცრის შემდეგ, ადამიანს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე მიეცეს“ - ამირან გამყრელიძე

✔️„ვაქცინაციისათვის სარეგისტრაციო საიტი გამართულად მუშაობს“ - ეკატერინე ტიკარაძე

✔️„ფაიზერის“ მეორე დოზაზე 24 ივლისის 12:00 საათამდე დარეგისტრირდით“ - ჯანდაცვის მინისტრი