მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინის ბუსტერული დოზების გამოყენებისთვის საკმარისი მონაცემები არ არის“ - ევროკავშირის წამლების მარეგულირებელი ორგანო

„ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების გამოყენებისთვის საკმარისი მონაცემები არ არის“
1628264401
COVID-19

არ არის საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი (ბუსტერული) დოზების გამოყენების რეკომენდაცია გავცეთ, - ამის შესახებ ევროკავშირის წამლების მარეგულირებელ ორგანოში განაცხადეს.

„ჯერჯერობით ნაადრევია იმის დადასტურება, როდის იქნება საჭირო COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი დოზები, რადგან ჯერ არ არის საკმარისი მონაცემები ვაქცინაციის კამპანიებიდან და მიმდინარე კვლევებიდან იმის გასაგებად, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ვაქცინებით უზრუნველყოფილი დაცვა“, - ნათქვამია ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებაში.

WHO-ს წარმომადგენელმაც წინა კვირას განაცხადა, რომ სანამ მსოფლიოში მეტი ადამიანი არ იქნება აცრილი მესამე დოზები არ გამოიყენონ.

გერმანია, ხანდაზმულების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზით ვაქცინაციას სექტემბერში გეგმავს.

„შეიძლება არსებობდეს კონკრეტული ჯგუფები კონკრეტული სამედიცინო მდგომარეობით, რომლებსაც შეიძლება სჭირდებოდეს დამატებითი დოზები, მაგრამ ამ ეტაპზე მესამე დოზის გამოყენების რეკომენდაციას ვერ გავცემთ“, - განაცხადა სპიკერმა.

„როიტერი“ იუწყება, რომ ვაქცინაციის შემდეგ აღწერილი მენსტრუალური დარღვევების შემთხვევები შეისწავლა სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტმა, და დასძინა, რომ მან მოითხოვა მეტი მონაცემები ვაქცინის შემქმნელებისაგან ამ საკითხის შესაფასებლად.

ამავე დროს სააგენტომ გასცა რეკომენდაცია რომ Johnson & Johnson– ის კორონავირუსზე ვაქცინას დაემატოს სამი ახალი პირობა, როგორც შესაძლო გვერდითი მოვლენები. კერძოდ, J& J- ის ერთჯერადი ვაქცინის ეტიკეტებს დაემატება ინფორმაცია იმუნური თრომბოციტოპენიის, ან სისხლის დაბალი თრომბოციტების შესახებ, ასევე თავბრუსხვევა და ტინიტუსი, ან ყურებში ხმაური, როგორც შესაძლო გვერდითი ეფექტები.

EMA-მ ხაზი გაუსვა, რომ J & J-ის Covid-19 ვაქცინის სარგებელი მაინც აჭარბებს რაიმე რისკს და დასძენს, რომ მან გააანალიზა თავბრუსხვევის 1,183 შემთხვევა და ტინიტუსის 100 – ზე მეტი შემთხვევა თავსი ამ დასკვნის მისაღებად.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შემოდგომიდან ეპიდსიტუაცია უფრო დამძიმდება“

👉 საჭირო იქნება თუ არა ვაქცინის გამაძლიერებელი დოზები

👉 „შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია“