მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინის გაფუჭება ტრაგედია იქნება ჩვენი ქვეყნისთვის - მაია ჩხაიძე

ვაქცინის გაფუჭება, ტრაგედია იქნება ჩვენი ქვეყნისთვის
1632507301
COVID-19

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ვაქცინაციაზე მოთხოვნამ საგრძნობლად დაიკლო.

„ფაიზერი“ მსოფლიოში ყველაზე უფრო მაღალი დონის ვაქცინად არის აღიარებული, FDA-ის ავტორიზაცია მიიღო. მას მინიჭებული აქვს ვაქცინის სტატუსი, ვაქცინების რიგში ჩადგა, როგორიც არის წითელა, წითურა, გრიპი და სხვა. ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე მომართვიანობა და მოთხოვნა ვაქცინაციაზე დაბალია. როგორც გავიგე, ნოემბრის თვეში გასდის ვადა და სამწუხარო იქნება ასეთი ძვირად ღირებული და ძნელად მოპოვებული ვაქცინის ვადის გასვლა. ტრაგედია იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

კამპანია უნდა გაძლიერდეს, ყველა რგოლი უნდა ჩაერთოს. ძალიან ბევრს არ აქვს ინფორმაცია ამ ვაქცინებზე, რა სარგებელი აქვს, რა გვერდითი მოვლენა, როდის არ შეიძლება ვაქცინა. ვაქცინაციის გარეშე პანდემიას ვერ შევაჩერებთ“, - განაცხადა მაია ჩხეიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ისრაელში აუცრელი მასწავლებლები გაკვეთილებს დისტანციურად ვერ ჩაატარებენ

👉 ვაქცინები მუცლის მოშლის და თანდაყოლილი დეფექტების რისკს არ ზრდის

👉 ვაქცინას პანდემიის დამარცხებაში დიდი როლი აქვს

👉 რა შემთხვევაში უნდა აიცრან 12 წელს ზემოთ ბავშვები?