მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა, „ყბადაღებული“ მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
1633512824
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ეპიდსიტუაციასა და ვაქცინაციის დაბალ ტემპზე ისაუბრა.

მისი თქმით, მეხუთე ტალღა შესაძლოა დაიწყოს, თუმცა ყველაფერი მოსახლეობის ქცევაზეა დამოკიდებული.

„სიტუაცია ამჟამად მართვადია, მაგრამ ფეთქებადსაშიშია. როცა 2-3 ათასი ახალი შემთხვევა გვაქვს დღეში, იქ შეიძლება კლებისკენ წავიდეს ტენდენცია და შეიძლება მატებისკენაც წავიდეს. ამ ყბადაღებული მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება მოხდეს. ამიტომ ახლა როგორც არასდროს უფრო მეტად კიდევ, ვიდრე მეოთხე ტალღის დროს გვჭირდებოდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოსახლეობის ქცევას“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, აცრების დაბალი მაჩვენებელი საგანგაშოა და საზოგადოების ნაწილი გონს უნდა მოეგოს.

„კურიოზი ხდება საქართველოში ვაქცინაციის თვალსაზრისით. პირდაპირ ვიტყვი, საქართველოში ვაქცინაციის მხრივ არის აბსურდის თეატრი. ასეთი რაღაცის წარმოდგენაც კი კოშმარია, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის. რას ფიქრობენ ის ოჯახები, არ მესმის, ვისაც სახლში ჰყავთ ერთი ან რამდენიმე ასაკოვანი ადამიანი, რომ არ ცრიან ასეთ ადამიანებს და წირავენ მათ სასიკვდილოდ“, - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რა გავლენა მოახდინა კოვიდმა თირკმელებზე და რა გართულებებს ტოვებს ხანგრძლივი კოვიდი

👉 კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გვერდითი მოვლენები იგივეა, რაც მეორე დოზის შემდეგ

👉 ევროპის წამლის სააგენტომ ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება დაამტკიცა

👉 ტვინდემია: მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ