მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვინც აცრილია, ის დაცულია მძიმე მიმდინარეობისგან“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1626870760
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის ტემპი დაბალია.

„სიტუაცია არის ძალიან შემაშფოთებელი. სამწუხაროდ ჩვენთან აცრები ნელა მიდის. ვინც აცრილები არიან, ისინი დღეს დაცულები არიან მძიმე მიმდინარეობისგან და ლეტალობისგან. ასეთი ადამიანი კი დღეს ნამდვილად ძალიან ცოტაა.

ძალიან გვიხაროდა გუშინ წინ 12 000 ადამიანი რომ აიცრა. სისტემას შეუძლია ამის ატანა, მაგრამ ძალიან ბევრი ელოდება რაღაც ბრენდულ ვაქცინას. მთელი ოჯახი ერთ-ერთი ჩინური ვაქცინით მყავს აცრილი და მე „ასტრაზენეკით“ ვარ აცრილი.

მალე ის ვაქცინებიც შემოვა და მერე ვნახოთ, რამდენად გულწრფელები არიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ ამით კი არ ავიცრები, იმით ავიცრებიო და ამასობაში, ადამიანები იღუპებიან“, - აცხადებს პაატა იმნაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შეიძლება შევიდეთ უფრო მძიმე სიტუაციაში, ვიდრე ეს იყო შარშან“

👉 „ტოტალური ლოკდაუნის აუცილებლობა დღეს არ არი“

👉 „გადავედით წითელ ზონაში, რაც განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა“