მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვირუსი ყველაზე მეტად სკოლის საპირფარეშოში ვრცელდება“ - გიორგი ფხაკაძე

რეკომენდაციები სკოლებისთვის
1610716060
COVID-19

გაეროს მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ არცერთი სკოლა, ბაღი, სავაჭრო დაწესებულება თუ ბაღი არ უნდა გაიხსნას, თუ საპირფარეშო მოწესრიგებული არ იქნება. 

ფხაკაძის თქმით, სკოლაში მოსწავლეებმა ყოველი 3 საათში უნდა გამოიცვალონ პირბადე, რადგან დროის გასვლის შემდეგ ის ვარგისიანობას კარგავს.

„ყველა მოსწავლე ვინ არის სკოლაში, უნდა გამოიყენოს პირბადე. ეს არის სამედიცინო პირბადე და აუცილებელია.

პირბადე უნდა გამოიცვალონ ყოველი სამი საათი, რადგან სამედიცინო პირბადეს არ აქვს ვარგისიანობა სამი საათის შემდეგ. ბავშვებს ახასიათებთ იგივე სიმპტომები, იგივე გართულებები, რაც მოზარდებს.

რაც შეეხება სკოლებს, ტუალეტებია დალაგებულია ? ვირუსის ყველაზე მეტი გავრცელების ადგილი სკოლაში საპირფარეშოა. საპირფარეშო თუ არ იქნება მოწესრიგებული ის, სკოლა არ უნდა გაიხსნას, ასევე არ უნდა გაიხსნას ბაღი. არცერთი მაღაზია და არცერთი მოლი არ უნდა გაიხსნას, თუ საპირფარეშო არ არის კარგად მოწყობილი“, - განაცხადა ფხაკაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 245 ათასს აჭარბებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „Covid-19 განსაკუთრებით საშიში ჭარბწონიანი ბავშვებისთვისაა“ - გიორგი ფხაკაძე

✔️ მაია ბუწაშვილი: თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი