მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვირუსი მართვადი გახდება“ - კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელი

ბიონტექის თანადამფუძნებელი
1633019630
COVID-19

გერმანული კომპანია BioNTech-ის თანადამფუძნებლის ოზლემ ტურეჩის თქმით, კორონავირუსული ინფექცია მართვადი გახდება. ამის შესახებ პროფესორმა ტურეჩიმ Cnbc-სთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსის მართვა უკვე დაწყებულია.

„კოვიდ-19 მართვადი გახდება. უკვე დაწყებულია მისი მართვა. მსოფლიო არ უნდა ცხოვრობდეს ვირუსის შიშით“, - აღნიშნა BioNTech-ის თანადამფუძნებელმა.

გარდა ამისა, ტურეჩიმ კორონავირუსის ახალ ვარიაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს არსებული ვაქცინები ეფექტურად იცავენ ადამიანებს კორონავირუსული ინფექციისგან.

აღსანიშნავია, რომ ოზლემ ტურეჩი მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზეც მუშაობს.

ინფორმაციისთვის, ტურეჩიმ მეუღლესთან, უღურ შაჰინთან ერთად 2008 წელს გერმანული კომპანია BioNTech-ი დააარსა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ვარ თუ არა სრულად აცრილი ვაქცინის მესამე დოზის გარეშე? - Associated Press

🔴 აშშ-მა „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა

🔴 ევროპის წამლის სააგენტო „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერს მიიღებს