მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვირუსი სეზონურია, მაისის ბოლოს რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება“ - გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი
1609873368
COVID-19

„ეს ვირუსიც, ისევე, როგორც სხვა ვირუსები არის სეზონური. არავინ იცის რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ სეზონურია. მაისის ბოლოს ჩვენი რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება. მაისამდე რამენაირად უნდა გავძლოთ. ზაფხული გვექნება ძალიან კარგი. შემდეგ ვირუსი იქნება, მაგრამ არ იქნება ძლიერი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი ძველზე საშიში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შორის უფრო ადვილად ვრცელდება.

როგორც მან განმარტა, ბავშვებსა და ახალგაზრდებში კორონავირუსის მეტად გავრცელება უსიმპტომო მდგომარეობით არის განპირობებული, როცა ბავშვები ვერ გრძნობენ ინფექციის არსებობას, ისინი ადვილად ავრცელებენ მას.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 232 079 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 222 787გამოჯანმრთელებულია, ხოლო 2 646 გარდაცვლილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პაატა იმნაძე: ახალი შტამით ინფიცირებულ პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ აქვს

👉 გაბუნია: მუტაცია შეიძლება სხვაც იყოს, ყველაზე გამოკიდება რთული იქნება

👉 „არ არის მზად, მე ერთწუთიან ხაჭაპურს ვერ შევჭამ“ - ჯანდაცვის ექსპერტი კორონავირუსის ვაქცინებზე