მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვირუსი შესაძლებელია, აზიანებდეს T-უჯრედებს ისევე, როგორც ამას აკეთებს შიდსის ვირუსი“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი
1642665818
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში ახალი კვლევის შესახებ წერს.

როგორც წერეთელი წერს, „ომიკრონის“ ინფექცია აძლიერებს ვაქცინებით გამოწვეულ ადრე არსებულ იმუნიტეტს, მაგრამ ვერ იწვევს, ჯვარედინ მანეიტრალებელ იმუნიტეტს.

მისი თქმით, „ომიკრონი“ ადვილი ფორმა არაა. 

„ოთხი ინფორმაცია და სამი გრაფიკი მათთვის ვისაც „ომიკრონი“ არაფრად მიაჩნია, ჰგონია რომ ვირუსის გადატანა უკეთესია ვიდრე ვაქცინაცია, რომ გართობა და წაყრუება დაიცავს ქვეყანას ხანგრძლივი კოვიდის პრობლემებისგან და რომ ერთი „პატიმრის“ ახირებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა.

1️⃣ სპეციალისტებმა დაიწყეს საუბარი, რომ სამხრეთ აფრიკაში სიკვდილიანობა ძალიან იზრდება, შემთხვევების პიკიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ. შესაძლოა ,რომ „ომიკრონი“ არ მიჰყვება ჩვეულებრივ 14-21 დღის ჩამორჩენას, როგორც ეს სხვა შტამების ტალღებისთვის იყო დამახასიათებელი.

2️⃣ კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონის“ ინფექცია აძლიერებს ვაქცინებით გამოწვეულ ადრე არსებულ იმუნიტეტს, მაგრამ თავისთავად ვერ იწვევს, ჯვარედინ მანეიტრალებელ იმუნიტეტს სხვა შტამების მიმართ არავაქცინირებულ ადამიანებში.

3️⃣ ვაქცინაცია ეხმარება „ომიკრონის“ წინააღმდეგ ორგანიზმის პასუხს. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებულმა პირებში ინფიცირების დასაწყისში „ომიკრონის“ წინააღმდეგ დაფიქსირდა თითქმის იდენტური და დაბალი ნეიტრალიზაცია, როგორც არავაქცინირებულში, მათი ნეიტრალიზაცია გარკვეული დროის შემდეგ გაცილებით უფრო მაღალია. ამიტომაც არის რომ ვაქცინირებულებში ეს ფორმა მიმდინარეობს უფრო ადვილად, და არა ის რომ ზოგადად ომიკრონი ადვილი ფორმაა.

4️⃣ და ძალზე საყურადღებო, გასულ კვირას გამოჩნდა პირველი კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ვირუსი შესაძლებელია, აზიანებდეს T-უჯრედებს ისევე, როგორც ამას აკეთებს შიდსის ვირუსი და შესაბამისად იმუნური დეფიციტის პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას როგორც ხანგრძლივი კოვიდის ერთ-ერთი ფორმა“, - წერს ზაზა წერეთელი. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

„სტელს-ომიკრონი“ - ევროპაში ომიკრონის სუბშტამი გამოჩნდა

„ბინაზე მყოფ პაციენტებს, რომლებსაც ექიმი ვერ უკავშირდება, რამდენიმე მარტივი წესი უნდა ახსოვდეთ ...“ - ბუწაშვილის რეკომენდაცია

„სტატისტიკის წარმოებას აზრი აღარ აქვს, „ომიკრონი“ ყველას შეგვხვდება“ - ლევან ფერაძე

ომიკრონი გაციებას ჰგავს, კოვიდგადატანილი ომიკრონისგან დაცულია - ფაქტები და მითები ომიკრონის შესახებ

როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

„გარანტია, რომ „ომიკრონი“ მსუბუქია, არ არსებობს, ის ჯერ კიდევ სასიკვდილო დაავადებაა“ - ერიკ ტოპოლი

„ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“