მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვირუსით ინფიცირების რაოდენობამ ყოველდღიურად შესაძლოა, 12-15 ათასი შეადგინოს“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1640172491
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, კორონავირუსის ახალ ვარიანტზე „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 

როგორც იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი აღნიშნავს, „ომიკრონის“ გავრცელებამ შეიძლება ყოველდღიურად 12-15 ათასი ადამიანი დააინფიციროს.

„ომიკრონს“ 3-4 კვირაში შეუძლია გახდეს დომინანტური ვარიანტი. თუ დავუშვებთ ინფიცირების 2-3-ჯერ გაზრდას, შესაძლოა, საქართველოში „ომიკრონის“ შემოსვლამ და შემდეგ მისმა დომინანტურად გახდომამ ყოველდღიურად 12-15 ათასი ინფიცირებული გამოიწვიოს. ეს ერთ-ერთი სერიოზული და ალბათ, ყველაზე სახიფათოა, რაც ამ ვარიანტთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას.

არის თუ არა „ომიკრონი“ უფრო მძიმე დაავადების განმაპირობებელი, საბოლოო შეფასება ამისი არ არსებობს. ძირითადი კვლევები მიუთითებენ, რომ დაავადების მიმდინარეობა არა არის უფრო მძიმე ვიდრე დელტა.

„ომიკრონის“ სიმპტომები:

⚫ ყელის ტკივილი

⚫ გამონადენი

⚫ ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება

⚫ სუნთქვის გაძნელება

⚫ ხველა

⚫ ღამის ოფლიანობა

⚫ დაბალი ტემპერატურა

„ომიკრონს“ არ ახასიათებს:

⚫ მაღალი ტემპერატურა

⚫ კუნთების, სახსრების ძლიერი ტკივილი,

⚫ თავის ძლიერი ტკივილი.

⚫ ყნოსვისა და გემოს დაკარგვის შეგრძნება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. 

ივანე ჩხაიძე, მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში, ახალი წელი ოჯახის წევრებთან ერთად გაატარონ და გარეთ გასვლას მოერიდონ.

„კარგი იქნება, თუ წელს მშობლები გაითვალისწინებენ ამ რეალობას და თავს შეიკავებენ დახურულ სივრცეში ახალი წლის აღნიშვნისგან. წინასაახალწლო პერიოდში დახურულ სივრცეში ბევრი ბავშვის შეკრება ყოველთვის რისკთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე. 

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „კორონავირუსი შიდსით ინფიცირებულებში შეიძლება მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდეს“ - სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები

⚫ „გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე გაუქმებული სიცოცხლე“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

„ომიკრონისგან“ განსაკუთრებით ბუსტერ დოზა იცავს“ - თენგიზ ცერცვაძე

„3-ჯერ ვაქცინირებულებსაც შეუძლიათ კორონავირუსის გადაცემა“ - BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ომიკრონი“ ადვილად აზიანებს ბავშვებს“ - ამირან გამყრელიძე

„ომიკრონი“ იქნება ის შტორმი, რომელიც გადაუვლის საქართველოს“ - დევი ტაბიძე

 „მონოკლინური ანტისხეულები „ომიკრონზე“ საერთოდ არ მუშაობს“ - ზაზა წერეთელი