მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვფიქრობ, საქართველოში სკოლების დაწყებასთან ერთად კოვიდით ინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია“ - გიორგი ფხაკაძე

„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“
1642417209
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებისას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

მისი თქმით, სკოლების გახსნის შემდეგ ადამიანთა ინფიცირების ალბათობა მაღალია, ამიტომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში რამდენიმე წესი უნდა იყოს დაცული. 

„სკოლების საყურადღებოდ:

ბრიტანეთის (ოქსფორდის) და ამერიკის (კოლორადო ბოულდერ) უნივერსიტეტებიდან ბოლო კვლევა აჩვენებს ინფიცირების ალბათობას. გააჩნია, თუ რა გარემოში ხართ.

ვფიქრობ, საქართველოში სკოლების დაწყებასთან ერთად კოვიდით ინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია და ზემოაღნიშნული კვლევა უნდა იქნეს გამოყენებული თითოეულ სკოლაში, რათა შესაძლო რისკები შემცირდეს.
ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ სამედიცინო პირბადე, ნაკლები ლაპარაკი (სკოლაში ეს როგორ მოხერხდება, არ ვიცი) დისტანციის დაცვა და ერთ სივრცეში ნაკლები ხნით გაჩერება ამცირებს კოვიდის გავრცელების რისკებს.

რისკები იზრდება:

🔴 თუ არ ვიყენებთ სამედიცინო პირბადეს

🔴 სპორტული ვარჯიშების დროს

🔴 სიმღერის დროს

🔴 ყვირილისას

🔴 დახურული სივრცეში ვენტილაციის გარეშე ყოფნის დროს (სივრცე ყოველ 10 წუთში სივრცე უნდა განიავდეს

🔴 აუცილებელია პერსონალური ჰიგიენის დაცვა

🔴 საპირფარეშოების მკაცრი ჰიგიენური ნორმების და განიავების სტანდარტების დანერგვა“, - წერს გიორგი ფხაკაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵კლინიკური სიმპტომები, რომლებიც დელტასგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება „ომიკრონის“ დროს

🔵 „ომიკრონისთვის“ წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

🔵 „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

🔵 „ვირუსი ყველზე სწრაფად გადადის ბავშვებზე და ტოვებს პოსტკოვიდ სინდრომს“ - ვატო სურგულაძე

🔵 „ომიკრონით“ ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი საგრძნობლად დაქვეითდა“ - ნანა გეგეჭკორი

🔵 „10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“ - გიორგი კამკამიძე