
"ვირუსს აგრესიული ტაქტიკით უნდა შევუტიოთ", - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მოხალისე პაციენტებზე ახალი ექსპერიმენტი მიმდინარე კვირას არის დაგეგმილი.
"ვიწყებთ ტესტირებას, იმედია, ცდა წარმატებული იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის. ვირუსს აგრესიული ტაქტიკით უნდა შევუტიოთ," - აღნიშნა გებრეიესუსმა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით გლობალურად ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 300 ათასს აღემატება. ევროპაში ვირუსის სწრაფი გავრცელების კუთხით იტალიაში კვლავ მზარდი მაჩვენებელია.
რაც შეეხება საქართველოს, 24 მარტის მდგომარებით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 67 შემთხვევაა გამოვლენილი, 9 გამოჯანმრთელდა. 4055 კარანტის რეჟიმში იმყოფება, ხოლო 4 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.