მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ზიარებაზე არც აცრა და არც აუცრელობა არ იმოქმედებს“ - მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზი
1629044392
COVID-19

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას ექიმმა ვაქცინაციის პროცესში ჩართვა არ ურჩია, თუმცა, მზადაა, ხალხის გასამხნევებლად, საჯაროდ აიცრას.

ვაქცინაცია არის აბსოლუტურად თავისუფალი აქტი, თავისუფალი ყოველგვარი რელიგიური შეფასებისგან, ვისაც უნდა აიცრას, ვისაც არ უნდა, ნუ აიცრება, ნებისმიერი დაძალება აცრის ან აუცრელობის მიგვაჩნია გაუმართლებლად.

ზიარებაზე არც აცრა და არც აუცრელობა არ იმოქმედებს. აცრის ან აუცრელობის დაძალება არის ყოვლად გაუმართლებელი და თუ რომელიმე სასულიერო პირი ამას აკეთებს, ეს არასწორ საქციელად მიმაჩნია.

რაც შეეხება პრეზიდენტის მოწოდებას, რომელმაც მოუწოდა ეკლესიას, რომ ქვეყნის ინტერესები გაატაროს და ხალხს ვაქცინაციისკენ მოუწოდოს, იმიტომ რომ ვართ რელიგიური და არა სამედიცინო ორგანიზაცია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მას ქვეყანაში ამ რთული ვითარებისას პირადი მაგალითით.

ბევრი სასულიერო პირი უკვე აიცრა, მღვდელმთავრები აიცრნენ და თუ საჭირო იქნება - ყველანი, პირადად მეც მზად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმთან გავიარე კონსულტაცია და არ მირჩია აცრა ჩემი პირადი ვითარებიდან გამომდინარე, მზად ვარ, საჯაროდ ავიცრა, თუ ეს იქნება აუცილებელი ხალხის გასამხნევებლად“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉„ვირუსის ძლიერი აფეთქება მოდის, პიკამდე არ მივსულვართ“

👉 „ცუდად არის საქმე, დღედაღამ უნდა ილოცო, სამედიცინო დაწესებულებაში არ მოხვდე“