ეკონომიკა

გურამ გურამიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ი...

„საქართველოს მთავრობის  ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამასთან, ახალი კორონა ვირუსისგან გამოწვეული პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა ფართოზოლიანმა ინტერნეტ ქსელებმა და მათმა გამართულმა ფუნქციონირებამ, ქვეყანაში კრიტიკულად აუცილებელი მომსახურებების უზრუნველყოფის გასაგრძელებლად, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების, ინფორმაციაზე წვდომის და სხვა მიმართულებებით,“- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ  გურამ გურამიშვილმა საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  3.1179 ლარი შეადგინა.

საქართველომ ინტერნეტ მმართველობის მე-7 ფორუმს GeoIGF 2021 უმასპინძლა

30 ნოემბრიდან  1 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში ინტერნეტ მმართველობის  რიგით მეშვიდე ფორუმი - GeoIGF 2021 იმართება. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,  კომუნიკაციების კომისიის, ინტერნეტ საზოგადოება საქართველოსა (ISOC Georgia) და ევროპის საბჭოს თანაორგანიზებით და მხარდაჭერით, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) კოორდინაციით ტარდება.

გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი ადასტურებს მთა...

„საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 6.9 პროცენტი, ხოლო იანვარ-ოქტომბრის კუმულაციური ზრდის ტემპმა 10.5 პროცენტი შეადგინა, რაც ოქტომბერში ექსპორტის 31 პროცენტიანი ზრდითაც აღინიშნა და რეალურს ხდის საქართველოს მთავრობის 2021 წლის ეკონომიკური ორნიშნა ზრდის პროგნოზს, რომელიც 10%-ს შეადგენს. იგი თანხვედრაშია წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების და საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაზრდილ საპროგნოზო მაჩვენებლებთან,” – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ „საქსტატის“ მიერ ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი, რომელიც დღეს ოფიციალურად გამოქვეყნდა.

ნათია თურნავა - ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი EUROCONTROL-ის წევრებს შორის...

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. „EUROCONTROL-თან თანამშრომლობით, ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორის, დაინერგა ღია ცის პრინციპები. 

ირაკლი ნადარეიშვილი: „ესტონელ კოლეგებთან განვიხილეთ სტარტაპ-ეკოსისტემე...

ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციის გაცვლა და სტარტაპ-ეკოსისისტემის განვითარების მხრივ  თანამშრომლობის გაღრმავება იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის,  ირაკლი ნადარეიშვილის ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში  გამართულ შეხვედრებზე განიხილეს. მინისტრის მოადგილესთან ერთად ესტონეთში ასევე იმყოფებოდა ეკონომიკის სამინისტროს  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე.

მირზა გელაშვილი:  მნიშვნელოვანია, რომ  ზრდა გვაქვს  არა მხოლოდ  2020,...

მნიშვნელოვანია, რომ  ზრდა გვაქვს  არა მხოლოდ  2020, არამედ 2019 - პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით,  - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა 10 თვის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას.

ნათია თურნავა: ველოდებით, რომ წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექ...

„ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა კვლავინდებურად მაღალია და 6.9 პროცენტს შეადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 თვის ეკონომიკური ზრდა კვლავინდებურად ორნიშნაა და 10,5 პროცენტია. ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში,“ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასების მაჩვენებელი 2021 წლის ოქტომბერსა და 10 თვეში. აღნიშნული ინფორმაცია დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

ლაშა ხუციშვილი: ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიც...

ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე საქართველოს პარლამენტში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ონლაინ სათამაშო ბიზნესისათვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმების შესახებ საუბრისას.

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება ბოლო პერიოდში ინტერნეტსა და მედია სივრცეში  გენდერული თანასწორობის თემაზე წამოწყებულ კამპანიას - „მაროს სახელით“ - სადაც წარმოდგენილი ლარის კუპიურა (19-ლარიანი კუპიურა) მიმოქცევის ბანკნოტების დიზაინისა და დამცავი ნიშნების სტილისტიკითა და რეკვიზიტების მიხედვითაა შექმნილი.