ეკონომიკა

ადგილობრივი ექსპორტი 24.9%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის ექსპორტის მონაცემები
1637306911
დაკოპირებულია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 392.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 73.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.9 პროცენტით გაიზარდა და 2 484.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

უწყების წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.0 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 493.1 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 440.7 მლნ. აშშ დოლარით და თურქეთი – 246.1 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 655.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 377.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 187.8 მლნ. აშშ დოლარით.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

„განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ -...

ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჯანდაცვის სისტემის პირველად რგოლზე, „ომიკრონით“ ინფიცირების სიმძიმესა და პანდემიის მართვაზე საუბრობს. 
1642516437
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში საქართველოს პანდემიის ისტორიაში პიკი იქნება.
1642508109
„დაახლოებით 3-ჯერ მცირდება იმ ადამიანებში გადადების რისკები, ვინც არიან სრულფასოვნად ვაქცინირებულები“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. 
1642506217
ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „იმედის“ ეთერში, იმის შესახებ ისაუბრა თუ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი.
1642499801
ევროპარლამენტის ზამთრის სესიის პირველი პლენარული სხდომა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ მარია სასოლის ხსოვნის პატივსაცემად გამართული ღონისძიებით გაიხსნა, სადაც  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ლევან ქარუმიძესთან ერთად, იმყოფებოდა.
1642523788
ექსპერტი გია გაბრიჭიძე

გია გაბრიჭიძე გიორგი მშვენიერაძეზე: ეს ალბათ აგრესიული ლიბერალიზმის ნა...

„წაკითხული მაქვს ნიურნბერგის პროცესის შესახებ მასალები, სტატიები ამა თუ იმ მკვლელის, მანიაკისა და დიქტატორის შესახებ და არსად შემხვედრია მათი ადვოკატების მოთხოვნა დამნაშავე, რომლის ბრალეულობა არამც თუ სასამართლომ დაამტკიცა, არამედ საზოგადოება უფრო მეტი დანაშაულის ჩადენას ედავება, დაზარალებულად ყოფილიყო ცნობილი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ გიორგი მშვენიერაძეს, რომელმაც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა. 
5G თვითმფრინავებისთვის საშიშია - ამერიკული ავიაკომპანიები
აშშ-ის ავიაკომპანიების წარმომადგენლები 5G ინტერნეტის საფრთხეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ სერვისის ამოქმედებამ შეიძლება რეისების სერიოზული შეფერხებები გამოიწვიოს. ამის შესახებ BBC იუწყება. 
„ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო ჯგუფის შეფასებებს“ - კარლ ჰარც...
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, დიპლომატიური ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესებს და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის შეფასებებს ელოდება. 
ნიკოლოზ სამხარაძე რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველს და რ...
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, იულიან  კიფუს და  რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რაზვან როტუნდუს შეხვდა.