ეკონომიკა

გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიმდინარე საქართველოს ვაჭრობის პოლიტიკის განხილვაში მონაწილეობს

გენადი არველაძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიმდინარე საქართველოს ვაჭრობის პოლიტიკის განხილვაში მონაწილეობს
1642167185
დაკოპირებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე 2015-2020 წლებში საქართველოს ვაჭრობის პოლიტიკის ამსახველი ანგარიშების განხილვაში  მონაწილეობს, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მიმდინარეობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განსახილველად წარდგენილია ორი ანგარიში - პირველის ავტორია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სამდივნო, მეორის კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

სხდომაზე საქართველოს სამთავრობო ანგარიშის მიმოხილვა წარადგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, რომელმაც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შესახებ, მან ასევე ისაუბრა საანგარიშო პერიოდში ვაჭრობის სფეროში დანერგილ რეფორმებზე და მათ განხორციელებაზე.

2015-2020 წლებში საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შესახებ მიმოხილვამ დიდი ინტერესი გამოიწვია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს შორის. მათ შორის, ორგანიზაციის წევრი 14 ქვეყნის წარმომადგენლების მიერ დაისვა 230 -ზე მეტი შეკითხვა ქვეყანაში მიმდინარე სავაჭრო პოლიტიკის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების და სხვა აქტუალური საკითხების ირგვლივ.

შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების, მათ შორის, სტრატეგიული ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოს სავაჭრო პოლიტიკას მაღალი შეფასება მისცეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიების გამართვა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წინაშე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებაა. ორგანიზაციის წესების თანახმად, მისი ყველა წევრი ვალდებულია პერიოდულად წარმოადგინოს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციის წევრებს შორის გამჭვირვალობას და მრავალმხრივი საერთაშორისო სავაჭრო სისტემის ეფექტურად ფუნქციონირების ხელშეწყობას.

საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია 2000 წლიდან. აქამდე, საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის განხილვა ორგანიზაციის მიერ ორჯერ 2009 და 2016 წლებში განხორციელდა. 

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი

რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის...

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1642952822
„გაზაფხულზე კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდება“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა. 
1642950240
„სტაციონარული მომსახურება ბავშვებში 2-ჯერ გაიზარდა“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1642947563
„ბოროტი პოლიტიკოსები ანადგურებენ იმ ადამიანებს, ვინც ინარჩუნებს ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 
1642946133
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც ყატარში ჩატარდა. 
1642940221
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგ...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ  დააფიქსირა თავისი მოსაზრება, იმის შესახებ თუ როდის დასრულდება რუსეთის აგრესია. 
გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 
„იაფფასიან სპეკულაციებს თავი დაანებეთ, სახელმწიფო სერიოზულ თანხებს ხარ...
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, „მთავარი არხის“ ეთერში ვაშლის ბაღების გაჩეხასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომლის თანახმად ადგილობრივებმა ვაშლის ბაღების გაჩეხა დაიწყეს.
1642944051
ციციშვილის კლინიკაში 3 ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
„ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ არის“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.