ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი ადასტურებს მთავრობის ანტიკრიზისული და პოსტკრიზისული ღონისძიებების პოზიტიურ შედეგებს

გიორგი ცუცქირიძე
1638272269
დაკოპირებულია

„საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 6.9 პროცენტი, ხოლო იანვარ-ოქტომბრის კუმულაციური ზრდის ტემპმა 10.5 პროცენტი შეადგინა, რაც ოქტომბერში ექსპორტის 31 პროცენტიანი ზრდითაც აღინიშნა და რეალურს ხდის საქართველოს მთავრობის 2021 წლის ეკონომიკური ორნიშნა ზრდის პროგნოზს, რომელიც 10%-ს შეადგენს. იგი თანხვედრაშია წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების და საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაზრდილ საპროგნოზო მაჩვენებლებთან,” – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ „საქსტატის“ მიერ ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი, რომელიც დღეს ოფიციალურად გამოქვეყნდა.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ იანვარ-ოქტომბერში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მაღალია, ეკონომიკური აქტივობის დონე 2.7 პროცენტით აჭარბებს როგორც პანდემიამდე - 2019 წლის ოქტომბრის მონაცემს, ასევე 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის კუმულაციური მაჩვენებელიც 3.7 პროცენტით აღემატება 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის ეკონომიკური აქტივობის დონეს. 2021 წლის ოქტომბერში რეალური ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის უმრავლეს სექტორებში, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც ტრადიციულად - ვაჭრობის, დამმუშავებელი მრეწველობის; ტრანსპორტის და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე გართობა - დასვენების; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების საქმიანობების; ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებმა.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ზრდის კონტრიბუციაში მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. მისი თქმით, 2021 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 31.4 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 411.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.1 პროცენტით გაიზარდა და 318.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები დაფიქსირდა ტურიზმის სექტორშიც, კერძოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე ოქტომბერში (პანდემიამდე 2019 წლის სექტემბერში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების) 53.3 პროცენტი იყო.

„ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი ადასტურებს მთავრობის ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართული მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტურობასთან ერთად, კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებული მხარდაჭერის პროგრამების ეფექტურ ხასიათსაც, რამაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის გაჯანსაღებას, პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებას მოსახლეობაზე და შექმნა მყარი ფუნდამენტი ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებისთვის, რაც ნათლად დაადასტურა არა მხოლოდ მიმდინარე წლის სწრაფი აღდგენის ტენდენციამ, არამედ უახლოეს 2022-2026 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაში ყველაზე მაღალი, საშუალოდ წლიური 5.5 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელიც. მშპ უკვე 2023 წელს 65 მილიარდი ლარი იქნება და ისტორიულ მაქსიმუმზე გავა, ისევე როგორც მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით 5 500 აშშ დოლარი იქნება,“ - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.

მისი ინფორმაციით, ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ კიდევ უფრო გააფართოვა ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები, რასაც თუ პრემიერ მინისტრის მიერ უკვე დაანონსებულ ახალ სოციალურ პოლიტიკასაც დავუმატებთ, რაც რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის გადატანასაც მოიცავს, მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა ექნება შრომის ბაზრის კონკურენტუნარიანობაზე, ასევე ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე.

რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა

„რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს...

დასავლელი ექსპერტებისა და კიევის მაღალი რანგის ოფიციალური პირების აზრით, რუსეთს ამჟამად არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წაშლილ კადრებს და პოლიციელის მხრიდან მოზარდზე ძალადობას „ფეისბუკ“ გვერდზე ეხმაურება.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია.
1643197092
განვლილმა პერიოდმა ნათლად გვაჩვენა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო და არის ელექტრონული საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
1643220475
26 იანვარს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის 180-ზე მეტ წევრ საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
1643220322
უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ქვეყანაში მყოფ ამერიკელ მოქალაქეებს დატოვონ ქალაქი და გაემგზავრონ ახლავე, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.
1643219552
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე

დღევანდელი ოპოზიცია, რომელშიც ბლომად არიან „გუშინდელებიც“, ანუ 2008-ია...

„უკრაინასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ყველა დაინტერესებული მხარე „საკუთარ სიმართლეს“ აწვება“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე. 
ოპოზიციას უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი არ მოსწონებია, უ...
„ფაქტი ერთია, ვითარება იმდენად რთულია, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები იკავებენ თავს რადიკალური ნაბიჯებისგან და პოზიციებისგან. თვითონ ევროპასაც კი მოზომილი პოზიციები აქვს უკრაინის საკითხის ირგვლივ. ამ ვითარებაში როგორც არასდროს ისე მოგვეთხოვება რაციონალური და არა ემოციური აზროვნება. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ და ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ - რადიკალიზმი არ არის ამ შემთხვევაში გამოსავალი“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი.
თელავში ავარიის შედეგად 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა
თელავში, მშვიდობის ქუჩაზე ავარია მოხდა. ავტოავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა კაცი მძიმედ დაშავდა.
უცვლელი რჩება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, ნატო არ შეეგუება მსოფლიოს გავ...
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.