ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია ორიენტირებულია ფისკალურ კონსოლიდაციაზე, ვალდებულებების შესრულებაზე და ბიზნესის მხარდაჭერაზე

 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია ორიენტირებულია ფისკალურ კონსოლიდაციაზე, ვალდებულებების შესრულებაზე და ბიზნესის მხარდაჭერაზე
1634575831
დაკოპირებულია

„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებულია ფისკალურ კონსოლიდაციაზე, მის ფარგლებში სოციალური ვალდებულებების შესრულებაზე და ბიზნესის მხარდაჭერაზე“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსია განიხილეს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საქართველო დღეს 2 მთავარი გამოწვევის წინაშე დგას კოვიდინფექცია, მაღალი ინფლაცია და ლარის კურსი.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სწორედ ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, 2022 წლის ბიუჯეტს განსაკუთრებული როლი ენიჭება და ის უნდა იყოს სტაბილურობის, მდგრადობის, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ბიუჯეტი.

„ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ეკონომიკის 6%-იან ზრდას და დეფიციტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლებას - 6.9%-დან ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-მდე მცირდება. დეფიციტის შემცირება პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი გავლენას ახდენს ინფლაციასა და ლარის კურსზე, ეს ორი საკითხი კი დღეს ჩვენი მოსახლეობის და ეკონომიკის მთავარ გამოწვევად რჩება. ცხადია ჯობია დეფიციტის ნიშნულის კიდევ უფრო შემცირება, თუმცა მსოფლიო პანდემიით გამოწვეული არაპროგნოზირებადი გარემოს გათვალისწინებით უნდა დავფიქრდეთ იმაზეც თუ ასიგნებების ნაწილში რა შედეგს მოგვიტანს ეს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტით წარმოდგენილი მაკროეკონომიკური პროგნოზები და ეკონომიკური პარამეტრები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო, კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა და დეტალური განმარტებები გააკეთა.

„საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ"“დასკვნები კომიტეტს გენერალური აუდიტორის მოადგილემ, ეკა ღაზაძემ და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გააცნეს და შესაბამისი რეკომენდაციები წარადგინეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომით საბიუჯეტო პროცესის პირველი ეტაპი დასრულდა.

2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია მთავრობას გამოთქმული შენიშვნებით და რეკომენდაციებით პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით გადაეგზავნება.

მთავრობა, 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას დასკვნაში ასახული შენიშვნების გათვალისწინებით, პროცედურის თანახმად, პარლამენტს 5 ნოემბრამდე დაუბრუნებს.

„5 ნოემბრამდე მთავრობა პარლამენტში წარმოადგენს გადამუშავებულ ვერსიას. ვიმსჯელებთ მასზე და საბოლოო ვერსია ჩვენ გვექნება დეკემბერში. ძალიან შრომატევადი პროცესი გველის წინ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ბრიუსელი, ბელგია

ბელგიაში კოვიდშეზღუდვების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადა...

ბელგიაში, ბრიუსელში მოსახლეობის მიერ კოვიდშეზღუდვების გაპროტესტება პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
1638736318
„საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ“, - ამის შესახებ ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს. 
1638734104
ბრიტანეთის მთავრობა კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების ფონზე სამოგზაურო შეზღუდვებს ამკაცრებს, - ამის შესახებ apnews იუწყება. 
1638720475
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თბილისში კოვიდპასპორტების წინააღმდეგ გამართულ აქციას ეხმაურება. 
1638717500
ზვავი ავსტრიაში

ავსტრიაში ზვავს სამი მოთხილამურე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

ავსტრიაში ზვავის შედეგად სამი მოთხილამურე დაიღუპა, ორი კი დაშავდა, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
„სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამას ბევრ ადამიანზე ვერ ვიტყვი...
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა. 
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის პოსპიტალში მიტროპოლიტი ნიკოლოზ...
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. 
მარტყოფში ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა და გარდ...
მარტყოფში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ქმარმა ცოლი პურის საჭრელი დანით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა.