ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ესტონელ კოლეგებთან განვიხილეთ სტარტაპ-ეკოსისტემების დაახლოებისა და  ქართული სტარტაპების დაფინანსებაში მათი ინვესტორების ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი
1638267104
დაკოპირებულია

ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციის გაცვლა და სტარტაპ-ეკოსისისტემის განვითარების მხრივ  თანამშრომლობის გაღრმავება იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის,  ირაკლი ნადარეიშვილის ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში  გამართულ შეხვედრებზე განიხილეს. მინისტრის მოადგილესთან ერთად ესტონეთში ასევე იმყოფებოდა ეკონომიკის სამინისტროს  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე.

ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ესტონეთს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება სახელმწიფოს ციფრული ტრანსფორმაციის სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს კერძო სექტორის თანამონაწილეობას და აქტიურ ჩართულობას ამ პროცესში.

„ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა ესტონეთის როგორც სამთავრობო, ისე კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან,  განვიხილეთ ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, გავცვალეთ ინფორმაცია და ერთმანეთს გავუზიარეთ ხედვები ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის ციფრული ტრანსფორმაციის მიმდინარეობა,  ასევე, ზოგადად, ინოვაციებისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება. შევთანხმდით, რომ ამ კუთხით გავაღრმავებთ ურთიერთთანამშრომლობას, რომ მოხდეს ჩვენი სტარტაპ ეკოსისტემების ერთმანეთთან უფრო მეტი დაკავშირება და გაიზარდოს ესტონელი ინვესტორების ჩართულობა ქართული სტარტაპების დაფინანსებაში“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ესტონეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა ესტონეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრების მოადგილეებთან. ირაკლი ნადარეიშვილი და ავთანდილ კასრაძე ასევე შეხვდნენ საინფორმაციო სისტემების სახელმწიფო უწყებისა (RIA) და ესტონეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების და ტელეკომუნიკაციების ასოციაციის (ITL) დირექტორებს, ასევე ,,აწარმოე ესტონეთის“ ვაჭრობისა და ინოვაციების ცენტრის, ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრის, ელექტრონული მმართველობის აკადემიის (eGA) ხელმძღვანელებსა და მსხვილი ესტონური კომპანიების წარმომადგენლებს.

უკრაინა - რუსეთი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

გამოცემა depo.ua უკრაინელი ჟურნალისტის რუსლან რუდომსკის სტატიას აქვეყნებს, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის 4 შესაძლო სცენარზე წერს. 
„ომიკრონი“ ბევრ ადამიანს დაემართება და იმუნურ ფენას ქვეყანაში შექმნის, რაც მძაფრ ტალღებს თავიდან აგვარიდებს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. 
1643214502
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წაშლილ კადრებს და პოლიციელის მხრიდან მოზარდზე ძალადობას „ფეისბუკ“ გვერდზე ეხმაურება.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია.
1643197092
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეო მასალას და იხსენებს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ გავრცელებულ სკანდალურ დოკუმენტს, რომლითაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ უღალატა საკუთარ ქვეყანას და საქართველოს სამხედრო ძალები ომის დაწყებაში დაადანაშაულა, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ დაადასტურა რეზოლუციაზე ხელის მოწერით, რომელშიც წერია, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან. რეზოლუციის მე-6 პუნქტში რუსეთის ქმედება საპასუხო შეტევად იქნა მოხსენიებული“.
1643217118
ხვალ, 27 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, თამარაშვილის ქუჩა N13-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
1643215386
ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი: საბაჟო მონაცემთა საინფორმაციო სისტემის სრული მოდერნიზა...

საბაჟო მონაცემთა საინფორმაციო სისტემის სრული მოდერნიზაცია შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ნიკოლოზ სამხარაძე: მივიღეთ მკაფიო გზავნილი, რომ ნატოს ღია კარის პოლიტი...
საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი  პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 
ზურაბ ქადაგიძე: ოპოზიციის მხრიდან იმაზე აპელირება, რომ ესა თუ ის ფრაზა...
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ოპოზიციის უარს „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე. 
სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ყოველდღიურად ინფიცირების მაჩვენებლის რეკ...
სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 000-ს გადააჭარბა, რაც გამოწვეულია „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებით, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.