ეკონომიკა

„ივანიშვილს ფოთის პორტის განვითარებაში ბიზნესინტერესი აქვს, რომელიც ანაკლიის პორტის კონკურენტია“ - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

ბიძინა ივანიშვილის ინტერესები ფოთის პორტში
1638958010
დაკოპირებულია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, საქართველოში ფარული ბიზნესგარიგებები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რისი მკაფიო მაგალითიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ბიზენს საქმიანობაა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბიზნესმენი სულ მცირე 20 ოფშორული კომპანიის მფლობელია, რომელთაგან 12 მხოლოდ საქართველოში 26 კომპანიას ფლობს.

„საქართველოს რეალობაში ასევე სერიოზული პრობლემაა ბიზნესისა და საჯარო ინტერესის არაჯანსაღი გადაკვეთა, რაც ფარულ ბიზნესგარიგებებში გამოიხატება და მაღალი დონის კორუფციისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ამის მთავარი მაგალითი ბიძინა ივანიშვილია, რომლის გავლენა ქვეყნის მთავრობასა და საჯარო დაწესებულებების უმეტესობაზე, პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად, უნდა შეფასდეს როგორც სახელმწიფოს მიტაცება – მდგომარეობა, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციები არა ქვეყნისა და მისი მოქალაქეების წინაშე არიან ანგარიშვალდებული, არამედ გარეშე პირების კერძო ინტერესების სამსახურში დგანან.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების მსგავსად, ბიძინა ივანიშვილიც ოფშორული კომპანიების ქსელის სახით აქტიურად იყენებს ანონიმურ მფლობელობას საკუთარი აქტივების სამართავად და ბიზნესინტერესების გასატარებლად.

სხვადასხვა დროს გასაჯაროებული ფინანსური დოკუმენტებიდან ჩანს, რომ იგი სულ მცირე 20 ოფშორული კომპანიის ბენეფიციარი მფლობელია (იხილეთ ინტერაქციული სქემა). დღეის მდგომარეობით ამ 20 ოფშორული კომპანიიდან 12 მხოლოდ საქართველოში 26 კომპანიას ფლობს, რომლებიც, თავის მხრივ, სხვა კომპანიებს ფლობენ. შედეგად, ბიძინა ივანიშვილის 12 ოფშორული კომპანია საქართველოში პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით 70 კომპანიას ფლობს.

საინტერესოა, რომ ამ 70 კომპანიის 31-მა დირექტორმა 2012-2021 წლებში „ქართულ ოცნებას” ჯამში 2,972,572 ლარი შესწირა. კვლევაში ნახსენები კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

ამავე ცნობით, ბიძინა ივანიშვილს ბიზნესინტერესები აქვს ფოთის პორტის განვითარებაში, რომელიც ანაკლიის პორტის პირდაპირი კონკურენტია.

„ისმის კითხვა: რა არის აქ პრობლემა? პრობლემა არის ის, რომ ანონიმური მფლობელობის პირობებში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა და გარიგებებმა შეიძლება ქვეყანას უდიდესი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ზიანი მიაყენოს. მაგალითად, 2021 წელს გამოქვეყნებული პანდორას დოკუმენტებიდან დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილს პირადი ბიზნესინტერესი აქვს ფოთის პორტის განვითარებაში, რომელიც ანაკლიის პორტის კონკურენტია.

თუ გავითვალისწინებთ იმ გავლენას, რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მთავრობაზე აქვს და იმ ფაქტს, რომ ანაკლიის პროექტი მთავრობის ძალისხმევით გაჩერდა, ისმის ლეგიტიმური კითხვა, ხომ არ მოხდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროექტის გაჩერება კერძო პირის ინტერესების სასარგებლოდ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ინტერესები იყოს საჯარო და ღია, რათა თავიდან ავიცილოთ არაფორმალური გავლენები ხელისუფლებაზე და ცალკეულ საჯარო ინსტიტუციებზე“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

გია გაბრიჭიძე: ძალიან მაგარი ტიპები არიან ეს საერთაშორისოდ გამჭვირვალე გიგაური და ტვ პირველი, ხალხს ნამდვილად აღარ სჯერა მათი სისულელეების და იმ ძველი ანეკდოტის არ იყოს, შეუძლიათ დასხდნენ და ერთმანეთში ილაპარაკონ

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ვერ გასცა პასუხი შეკითხვას - სააკაშვილის მიერ შვილის სწავლის დაფინანსება არის თუ არა კორუფცია? ახლა კი „იძიებს“ საჯარო პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ საქმიანობას - გია აბაშიძე

დავით ქართველიშვილი: ბიზნესმენ ივანიშვილის ფინანსურ და კომერციულ საქმიანობაზე თავისი ყურადღების გამახვილებით, სურთ გადაფარონ მათი მამა/მარჩენალისთვის მტკივნეული თემები

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი

რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის...

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1642952822
„გაზაფხულზე კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდება“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა. 
1642950240
„სტაციონარული მომსახურება ბავშვებში 2-ჯერ გაიზარდა“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1642947563
„ბოროტი პოლიტიკოსები ანადგურებენ იმ ადამიანებს, ვინც ინარჩუნებს ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 
1642946133
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც ყატარში ჩატარდა. 
1642940221
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგ...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ  დააფიქსირა თავისი მოსაზრება, იმის შესახებ თუ როდის დასრულდება რუსეთის აგრესია. 
გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 
„იაფფასიან სპეკულაციებს თავი დაანებეთ, სახელმწიფო სერიოზულ თანხებს ხარ...
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, „მთავარი არხის“ ეთერში ვაშლის ბაღების გაჩეხასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომლის თანახმად ადგილობრივებმა ვაშლის ბაღების გაჩეხა დაიწყეს.
1642944051
ციციშვილის კლინიკაში 3 ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
„ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ არის“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.