მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

ლარი - ფულის ერთეული

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0909 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.58 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევროც, რომლის კურსი 3.4813 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4953 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.14 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 8 დეკემბრიდან შევა ძალაში.