მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

ლარის კურსი ახალი ფოტო

30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  3.1179 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0867 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით  - 3.12 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.5451 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4849 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 6.02 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2387 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.1636 ლარი
ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1-ლი დეკემბრიდან შევა ძალაში.