ეკონომიკა

ნათია თურნავა - ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი EUROCONTROL-ის წევრებს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თვალსაზრისით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა
1638271256
დაკოპირებულია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. „EUROCONTROL-თან თანამშრომლობით, ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორის, დაინერგა ღია ცის პრინციპები. 

სწორედ ეს რეფორმები გვეხმარება, რომ კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, ჩვენი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა დღეს ძალიან ბევრ ქვეყანასთან მაღალი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი EUROCONTROL-ის წევრებს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თვალსაზრისით. სწორედ ამ როლის აღიარებაა ის, რომ აღმასრულებელი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად საქართველოს წარმომადგენელი ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის წევრებმა ერთხმად მეორე ვადით დაამტკიცეს,“ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად არჩევა.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის საბჭო წარმოადგენს უწყების მმართველ რგოლს, რომელიც უზრუნველყოფს EUROCONTROL-ის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის აღსრულებას. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად პირველი ვადით 2019 წელს აირჩიეს. მიმდინარე კენჭისყრის შედეგად, ლევან კარანაძე აღნიშნულ პოსტზე საქმიანობას მომავალი ორი წლის ვადით გააგრძელებს.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია (EUROCONTROL) არის საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ევროპის მასშტაბით საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო და უწყვეტი მართვის უზრუნველყოფის კუთხით. ორგანიზაცია 41 წევრ სახელმწიფოს დახმარებას უწევს, საჰაერო მართვის სისტემის არქიტექტურის გარდაქმნასა და თანამედროვე სტანდარტების სააერნაოსნო მომსახურების დანერგვაში. გარდა ამისა, EUROCONTROL-ი ორიენტირებულია ევროპის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდასა და მოქნილ სარგებლობაზე, სამოქალაქო და სამხედრო ავიაციას შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე, ეფექტური, უფრო ეკონომიური, გარემოსადმი კეთილსასურველი და ინოვაციური გადაწყვეტების შეთავაზებაზე. საქართველო EUROCONTROL-ის წევრი ქვეყანა 2014 წელს გახდა.

უკრაინა - რუსეთი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

გამოცემა depo.ua უკრაინელი ჟურნალისტის რუსლან რუდომსკის სტატიას აქვეყნებს, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის 4 შესაძლო სცენარზე წერს. 
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წაშლილ კადრებს და პოლიციელის მხრიდან მოზარდზე ძალადობას „ფეისბუკ“ გვერდზე ეხმაურება.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია.
1643197092
„შეიძლება, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1643182594
საბაჟო მონაცემთა საინფორმაციო სისტემის სრული მოდერნიზაცია შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
1643215242
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაურის საჯარო ლექციით - „საკანონმდებლო ხელისუფლება თანამედროვე საქართველოში“, გაიხსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საჯარო ლექციათა ციკლი.
1643215091
პარლამენტის დეპუტატი

ნიკოლოზ სამხარაძე: ნატოს წევრი ქვეყნებისგან ჩვენ მივიღეთ შექება ძალიან...

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელძღვანელობით, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ის ვარიანტი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წა...
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ის ვარიანტი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა, სრულად გამოხატავს როგორც მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერას, ასევე სრულად ჯდება დიპლომატიური ურთიერთობის სტანდარტებში - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში. 
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ რეზოლუციაზე თქვენი მხრიდან უარი აჩვე...
„საქართველო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ხელისუფლების მხრიდან უკრაინაში გასაგზავნი რეზოლუციის შემუშავების საკითხს. 
ოპოზიცია არ ეთანხმება და მოითხოვს უფრო მეტ რადიკალიზმს, თითქოსდა ისინი...
„ამ ადამიანების მიზანი ერთია, აირიოს სიტუაცია ქვეყანაში და აქედან სარგებელი ნახონ! მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის მომავალს და მის მომავალზე გათვლილ პოლიტიკას! ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა დღესაც, როდესაც ქვეყანაში არსებული პარტიებიდან წოდებული მეხუთე კოლონის წარმომადგენლები ქვეყნის უბედურების ხარჯზე საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობენ!“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.