ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკის ლოგო
1638193796
დაკოპირებულია

საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება ბოლო პერიოდში ინტერნეტსა და მედია სივრცეში  გენდერული თანასწორობის თემაზე წამოწყებულ კამპანიას - „მაროს სახელით“ - სადაც წარმოდგენილი ლარის კუპიურა (19-ლარიანი კუპიურა) მიმოქცევის ბანკნოტების დიზაინისა და დამცავი ნიშნების სტილისტიკითა და რეკვიზიტების მიხედვითაა შექმნილი.

პირველყოვლისა, საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება გენდერული თანასწორობის იდეის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ნებისმიერ კამპანიას და, მით უფრო, მარო მაყაშვილის პიროვნების მნიშვნელობისა და როლის წარმოჩენას. 

თუმცა, ზემოხსენებულმა კამპანიამ საზოგადოების ნაწილში გააჩინა განცდა, რომ ეს კუპიურა არის რეალური სტატუსის მქონე ეროვნული ვალუტა, რომელსაც არა სიმბოლური, არამედ მსყიდველობითი დანიშნულებაც აქვს. საქართველოს ეროვნული ბანკი საჭიროდ თვლის მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ კუთხით არსებული სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციითა და "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე: მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს როგორც მიმოქცევისათვის, ისე საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მათი გამოშვების უფლება.ლარის ბანკნოტებსა და მონეტებზე საავტორო უფლებების მფლობელია საქართველოს ეროვნული ბანკი.

ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ნომინალს, დიზაინს და სხვა მახასიათებლებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო.ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების პირობები განსაზღვრულია ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესით.ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირების პირობები კი განისაზღვრება ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირების  წესის შესაბამისად.   

აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ ფულის ნიშნებისთვის კონკრეტული თემის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეროვნულ ბანკში შექმნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინის ესკიზების შერჩევის უწყებათაშორისი კომისია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად შედიან ისტორიის, ხელოვნების, კულტურისა და სხვა, შესაბამის სფეროში მოღვაწე პირები.

ფულის ნიშნის დიზაინის ესკიზები შეირჩევა ღია კონკურსის წესით, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ეძლევა სასურველი დიზაინის შექმნისა და წარმოდგენის შესაძლებლობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიზანშეწონილი იქნებოდა, ფულის ნიშნის გამოშვების ინიციატივის განხილვა მომხდარიყო ეროვნულ ბანკში შექმნილ ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინის ესკიზების შერჩევის კომისიასთან.

 ამასთან, აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ვალუტის გამოყენებისა და რეპროდუცირების წესების დარღვევა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას. აქვე გაცნობებთ, რომ დაუშვებელია მსგავსი კამპანიის სამართლებრივი ნორმების დარღვევით წარმოება, ვინაიდან აღნიშნულმა შესაძლოა ხელი შეუწყოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნის ინტერპრეტაციის გამო და ფალსიფიცირებული და/ან არალეგალური გზით რეპროდუცირებული ფულის ნიშნის გავრცელების წახალისებას. საქართველოს ეროვნული ბანკი იმედოვნებს, რომ ორგანიზატორთა მხრიდან აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული იქნება და კამპანია შესაბამისობაში მოვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან. 

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი

რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის...

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1642952822
„გაზაფხულზე კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდება“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა. 
1642950240
„სტაციონარული მომსახურება ბავშვებში 2-ჯერ გაიზარდა“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1642947563
„ბოროტი პოლიტიკოსები ანადგურებენ იმ ადამიანებს, ვინც ინარჩუნებს ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 
1642946133
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც ყატარში ჩატარდა. 
1642940221
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგ...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ  დააფიქსირა თავისი მოსაზრება, იმის შესახებ თუ როდის დასრულდება რუსეთის აგრესია. 
გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 
„იაფფასიან სპეკულაციებს თავი დაანებეთ, სახელმწიფო სერიოზულ თანხებს ხარ...
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, „მთავარი არხის“ ეთერში ვაშლის ბაღების გაჩეხასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომლის თანახმად ადგილობრივებმა ვაშლის ბაღების გაჩეხა დაიწყეს.
1642944051
ციციშვილის კლინიკაში 3 ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
„ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ არის“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.