ეკონომიკა

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედებული დიაგონალური კუმულაცია დამატებით სტიმულს მისცემს ახალი ინვესტიციების მოზიდვას - ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტროს შენობა
1634390346
დაკოპირებულია

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. დიაგონალური კუმულაცია, რაც საშუალებას იძლევა საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განხორციელდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„დიაგონალური კუმულაცია დამატებით სტიმულს მისცემს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში მეტი დამატებითი ღირებულების, ახალი საწარმოების, სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვას.

ასევე ხელსაყრელ გარემოს ქმნის, რომ თურქეთიდან მზა პროდუქციის შემოტანის ნაცვლად, მოხდეს ნედლეულის შემოტანა გადამუშავება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სასარგებლოდ სავაჭრო სტრუქტურის გაჯანსაღებას თურქეთთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. გარდა ამისა, აღნიშნული შეთანხმების ამოქმედება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში თურქეთიდან ინვესტიციების შემოდინებას და ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას წაახალისებს.

დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებით მოხდება საქართველოში არსებული სანედლეულო ბაზის გაფართოება - ქართველი მეწარმეები შეძლებენ თურქეთიდან არა მზა პროდუქცია, არამედ ნედლეული შემოიტანონ, ადგილზე თავად მოახდინონ პროდუქციის წარმოება და მისი გატანა ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, როგორც საქართველოში წარმოებული პროდუქტის. შედეგად, გაიზრდება როგორც საწარმოების, ასევე დასაქმებულთა რაოდენობა, რაც დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში.

მეტად განვითარდება სხვადასხვა სამრეწველო სექტორი, მათ შორის ტექსტილის, ავეჯის, საშენი მასალების, მინის, ელექტრომოწყობილობების წარმოების სექტორი, ასევე გაიზრდება იმ პროდუქციის ასორტიმენტი, რომელთა გატანაც ევროკავშირის ბაზარზე იქნება შესაძლებელი.

ამასთან, დიაგონალური კუმულაციის ამოქმედება მეტად წარმოაჩენს საქართველოს, როგორც რეგიონალურ სავაჭრო ჰაბს“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინა - რუსეთი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

გამოცემა depo.ua უკრაინელი ჟურნალისტის რუსლან რუდომსკის სტატიას აქვეყნებს, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის 4 შესაძლო სცენარზე წერს. 
„ომიკრონი“ ბევრ ადამიანს დაემართება და იმუნურ ფენას ქვეყანაში შექმნის, რაც მძაფრ ტალღებს თავიდან აგვარიდებს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. 
1643214502
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წაშლილ კადრებს და პოლიციელის მხრიდან მოზარდზე ძალადობას „ფეისბუკ“ გვერდზე ეხმაურება.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია.
1643197092
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეო მასალას და იხსენებს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ გავრცელებულ სკანდალურ დოკუმენტს, რომლითაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ უღალატა საკუთარ ქვეყანას და საქართველოს სამხედრო ძალები ომის დაწყებაში დაადანაშაულა, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ დაადასტურა რეზოლუციაზე ხელის მოწერით, რომელშიც წერია, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან. რეზოლუციის მე-6 პუნქტში რუსეთის ქმედება საპასუხო შეტევად იქნა მოხსენიებული“.
1643217118
ხვალ, 27 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, თამარაშვილის ქუჩა N13-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
1643215386
ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი: საბაჟო მონაცემთა საინფორმაციო სისტემის სრული მოდერნიზა...

საბაჟო მონაცემთა საინფორმაციო სისტემის სრული მოდერნიზაცია შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ნიკოლოზ სამხარაძე: მივიღეთ მკაფიო გზავნილი, რომ ნატოს ღია კარის პოლიტი...
საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი  პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 
ზურაბ ქადაგიძე: ოპოზიციის მხრიდან იმაზე აპელირება, რომ ესა თუ ის ფრაზა...
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ოპოზიციის უარს „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე. 
სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ყოველდღიურად ინფიცირების მაჩვენებლის რეკ...
სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 000-ს გადააჭარბა, რაც გამოწვეულია „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებით, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.