ეკონომიკა

თურნავა: საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის შეთანხმების ამოქმედება იმ პროდუქციის ასორტიმენტს გაზრდის, რომელთა გატანაც ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა
1634322030
დაკოპირებულია

„ევროკავშირს, საქართველოსა და თურქეთს შორის ე.წ. „დიაგონალური კუმულაციის“ ამოქმედება მკვეთრად გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება იქნება შესაძლებელი. განსაკუთრებით, ეს შეეხება ტექსტილს, ავეჯს, სამშენებლო მასალებს, პლასტმასს, ფოლადის ნაწარმს, ქაღალდსა და მუყაოს და სხვ. გარდა ამისა, ასეთი შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს ინვესტიციებს თურქეთიდან, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ე.წ. „დიაგონალური კუმულაციის“ შეთანხმების ოფიციალურ ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება შესანიშნავი შესაძლებლობაა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც თურქულ ნედლეულზე მუშაობენ და აქამდე არ ჰქონდათ ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ექსპორტის განხორციელების უფლება.

შეთანხმება მას შემდეგ შევიდა ძალაში, რაც 2021 წლის 15 ოქტომბერს ევროკავშირმა ოფიციალურ ჟურნალში გამოაქვეყნა შესაბამისი დოკუმენტი.

„დიაგონალური კუმულაციის“ ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი იქნება თურქეთიდან იმპორტირებული ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნეს შეტანილი ევროკავშირის ბაზარზე. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ შეთანხმება არ გავრცელდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, რადგან ევროკავშირსა და თურქეთს შორის გაფორმებული საბაჟო კავშირი არ ფარავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას.

რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა

„რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს...

დასავლელი ექსპერტებისა და კიევის მაღალი რანგის ოფიციალური პირების აზრით, რუსეთს ამჟამად არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა.
„ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან 4.5%-მდე შეგვიმცირდა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. 
1643207252
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წაშლილ კადრებს და პოლიციელის მხრიდან მოზარდზე ძალადობას „ფეისბუკ“ გვერდზე ეხმაურება.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია.
1643197092
განვლილმა პერიოდმა ნათლად გვაჩვენა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო და არის ელექტრონული საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
1643220475
26 იანვარს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის 180-ზე მეტ წევრ საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
1643220322
უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ქვეყანაში მყოფ ამერიკელ მოქალაქეებს ქვეყანა დატოვონ

უკრაინაში აშშ-ის საელჩომ ამერიკელ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუ...

უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ქვეყანაში მყოფ ამერიკელ მოქალაქეებს დატოვონ ქალაქი და გაემგზავრონ ახლავე, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.
ირაკლი ლატარია: რეზოლუცია არ მოეწონათ ნაცებს, რატომ? იმიტომ, რომ იქ არ...
„საკმაოდ სწორი რეზოლუციაა, კონკრეტული, მყარი და ამავე დროს, ობიექტური... ბოდიში ნაცებს, ლილიპუტინს არ ვწერთ და მეორე დღეს ყველა ჰესს არ ვუფორმებთ რუსებს.... ძალიან მიყვარს უკრაინა და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველაფერი დალაგდება!!!“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია. 
ოპოზიციას უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი არ მოსწონებია, უ...
„ფაქტი ერთია, ვითარება იმდენად რთულია, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები იკავებენ თავს რადიკალური ნაბიჯებისგან და პოზიციებისგან. თვითონ ევროპასაც კი მოზომილი პოზიციები აქვს უკრაინის საკითხის ირგვლივ. ამ ვითარებაში როგორც არასდროს ისე მოგვეთხოვება რაციონალური და არა ემოციური აზროვნება. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ და ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ - რადიკალიზმი არ არის ამ შემთხვევაში გამოსავალი“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი.
თელავში ავარიის შედეგად 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა
თელავში, მშვიდობის ქუჩაზე ავარია მოხდა. ავტოავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა კაცი მძიმედ დაშავდა.