ეკონომიკა

2021 წლის ივნისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში იტალიიდან შემოვიდა

გზავნილების სტატისტიკა
1626340459
დაკოპირებულია

2021 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 201.9 მლნ აშშ დოლარი (638.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 19.3%-ით (32.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 94.7% მოდიოდა.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.5 მლნ აშშ დოლარი (83.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ივნისის (21.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20.8%-ით მეტია.