
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 25 მარტს გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4563 შეადგინა.
აღნიშნული ინტერვენცია მიმდინარე წელს რიგით მესამეა. ბოლო 2 კვირაში ეროვნულმა ბანკმა 100 მლნ დოლარი გაყიდა. იმავე პერიოდში კურსი მკვეთრად 21%-ით გაუფასურდა. და ლარმა გაუფასურების რეკორდი 7-ჯერ მოხსნა. 24 მარტს Bloomberg-ს სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.53 ლარს გადააჭარბა.