მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

ლარი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6137 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6173 ლარი იყო.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8001 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7992  ლარს შეადგენდა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1128 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 8 ივნისიდან შევა ძალაში.