
კორონავირუსის მიზეზით გლობალური მოთხოვნის მკვეთრი შემცირების გამო, რასას მიწოდების შემცირების თაობაზე რუსეთისა და საუდის არაბეთის ჩაშლილი მოლაპარაკებებიც დაემატა ბოლო 2 თვეში ნავთობის ფასი 60%-ით, $69-დან $27-მდე შემცირდა.
მოთხოვნის შემცირებასთან ერთად იზრდება ნედლი ნავთობის მარაგებიც. როგორც ნავთობროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ვანო მთვრალაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნავთობზე მოთხოვნის კლების საპირისპიროდ მისი მოპოვება იზრდება, მარაგები გადავსებულია, რაც ფასს კიდევ უფრო მეტად შემცირებისკენ უბიძგებს.
პირველ აპრილს წარმოების ზღვრული ნორმის დაწესების თაობაზე ვადა გასდის ძველ ხელშეკრულებას, რის შემდეგაც საუდის არაბეთი, ამ დროისათვის, ყველაზე დიდი ექსპორტიორი მოპოვების მასშტაბურ 25%-იან ზრდას გეგმავს, რამას შესაძლოა ბარელი ნავთპბის ფასი $20-მდე შეამციროს.
მოკლე დროში, ღირებულების ასეთი ვარდნის მიუხედავად, საქართველოს ბრენდულ ბენზინგასამართ საგურებზე საცალო ფასი უმნიშვნელოდ, 5-10 თეთრით შემცირდა, რაც 5%-ზე ნაკლებია. 1 ლიტრი პრემიუმის ტიპის ბენზინის ფასი 2.45-2.55 ლარის ფარგლებში მერყეობს, რეგულარის 2.28-2.45 ლარის ფარგლებში, დიზელის ფასი 2.51-დან იწყება და 2.68-ზე ადის. უცვლელია გაზის ფასი და ის 1.44-1.46 ლარი ღირს.