
Brent-ის ტიპის ნავთობის მაისის ფიუჩერსული ფასი, ლონდონის საფონდო ბირჟაზე $25-ს ჩამოსცდა, რაც 17 წლიანი მინიმუმია. წლის დასაწყისიდან დღემდე "შავმა ოქრომ" ღირებულების თითქიმის 2/3 დაკარგა. ბევრად ნაკლები ტემპით, მაგრამ ფასები მცირედით საქართველოშიც შემცირდა.
საქართველო მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. მცირე რაოდენობის მოპოვების მიუხედავად, რაც მოთხოვნის 5%-საც ვერ აკმაყოფილებს, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის არარსებობის გამო ის ნედლეულის სახით ექსპორტზე გადის და საზღვარგარეთიდან მზა პროდუქტის სახით ბენზინისა და დიზელის იმპორტი ხორციელდება.
როგორც ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტმა ვანო მთვრალაშვილმა PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ფასები მცირდება, ერთ-ერთმა მსხვილმა საცალო მოვაჭრემ დღეს - 23 მარტს ფასი კიდევ 10 თეთრით შემაცირა.
მთვრალაშვილის განმარტებით მართალია ლარი უფასურდება, ამ დროისთვის მიმდინარე კურსი 3.25-ს აჭარბებს, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით იაფდება რაც საქართველოს საცალო ბაზარზეც მალე აისახება.
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულების რეკორდული ვარდნა ძირითადად კორონავირუსის გამო შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება. რასაც ორ ყველაზე დიდ ექსპორტიორს - საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის მიწოდების შემცირებაზე ჩაშლილი მოლაპარაკებებიც ემატება.