
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში რუსეთიდან საქართველოში 231,44 მლნ აშშ დოლარია გადმორიცხული. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ეს გასული წლის ივნისის მონაცემებს 6-ჯერ აღემატება (39,08 მლნ აშშ დოლარი). რეკორდი კი 2022 წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც რუსეთიდან ფულადი გზავნილების ოდენობამ 313,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოში ფულადი გზავნილების მთლიანმა ოდენობამ ივნისში 427,35 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა იტალია - 35,57 მლნ აშშ დოლარი, შემდეგ მოდის აშშ (27,66 მლნ) და საბერძნეთი (18,82 მლნ).
როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდის მიზეზად რუსეთიდან საქართველოში ბოლო თვეებში მოსახლეობის მიგრაცია სახელდება.