
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობას უხდის იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებმაც რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინეს.
რეგულაცია საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის (მათ შორის, რესტორნების, კაფეების, ბარების, სასადილოების, სარიტუალო დარბაზებისთვის და სხვა) გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა დღეისათვის 5000-მდე ბიზნესოპერატორი უკვე გადაამოწმეს. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესსექტორი, უმეტეს შემთხვევაში, ითვალისწინებს სპეციალური ბრძანებით განსაზღვრულ რეკომენდაციებს .
სასურსათო ობიექტებისა და აგრარული ბაზრების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა აქტიურად მიმდინარეობს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მოწმდება სურსათის განთავსების, შენახვისა და რეალიზაციის პირობები.