
PIA.GE წარმოგიდგენთ მსოფლიოს მასშტაბით 23 მაისს გადაღებულ გამორჩეულ ფოტოებს.
უსაფრთხოების პერსონალი Shell-ის აქციონერთა ყოველწლიური შეკრების წინ მომიტინგეს ტერიტორიიდან აძევებს.
ლონდონი, ბრიტანეთი 📸 Toby Melvilleპოლიცია მიგრანტთა ბანაკიდან ოჯახებს ასახლებს.
ხუარესი, მექსიკა 📸 Reutersუსაფრთხოების პერსონალი ბალისტიკური ფარებით მიაცილებს მანქანას, რომელშიც პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი ზის.
ისლამაბადი, პაკისტანი 📸 Getty Imagesუკრაინელი ჯარისკაცი ბახმუტთან ფრონტის ხაზზე.
დონეცკის ოლქი, უკრაინა 📸 Libkosხალხი მუთაზ სალაჰ ალ-ხავაჯას ოჯახის სახლთან დგას, რომელიც ისრაელის ძალებმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით გაანადგურეს. ალ-ხავაჯა ისრაელმა მარტში თელავივში მომხდარი შეირაღებული თავდასხმის ორგანიზატორად დაასახელა.
ნალინი, დასავლეთ სანაპირო 📸 Anadolu Agencyრუმინეთის საჰაერო ძალების F-16 სამხედრო გამანადგურებელი და მისი პორტუგალიელი კოლეგები ნატოს საჰაერო ძალების მისიაში მონაწილეობენ.
ლიეტუვა 📸 APმსახიობი კარიჯა ტურე კანის 76-ე კინოფესტივალზე პოზირებს.
კანი, საფრანგეთი 📸 Reutersთვითმფრინავი დასავლეთით ბერკშირის თავზე ახალი მთვარის ქვეშ მიფრინავს.
ნიუბერი, დიდი ბრიტანეთი 📸 David Hartleyკლიმატის აქტივისტები სენატის შენობის წინ ტალახს ისხამენ.
რომი, იტალია 📸 Cecilia Fabianoესპანეთის ტერიტორიაზე შესვლის მოლოდინში მყოფი მიგრანტები.
არგუინეგინი, ესპანეთი 📸 Borja Suárez